მოკლედ ჩამოვიდა ჩემი ვიტზ-ი 2007 წლის, 1.3 4WD.
ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა ბენზინის წვა იყო და ვისაც აინტერესებს: დავინიშნე სპეციალურად და ტრასაზე 5.7 ლიტრი

ქალაქში 9.2 ლიტრი

სხვა მხრივ არის იდეალურად მოვლილი, დადის ძალიან რბილად და გავტესტე ძალიან რთულ, ქვიან-ხრეშიან და უსწორმასწორო აღმართზე.
სადამდეც მაგის პადვესკამ მიუშვა არ დაბუქსავებულა არსად. დაჟე რიოკის გარეშე იღებდა ადგილიდან ქვიან აღმართზე (ნუ 2 ვიჯექით და გრუზი არ ქონდა რაც მართალია მართალია).
რაც შეეხება ქალაქში სიარულს, იდეალურია სველ და მოხვეულ ადგილებში. სპეციალურად ვადგამ ხოლმე გაზს და არცერთხელ არ წამიღო (ფუი ჯვარი მწერია ).
ეს მოკლე რევიუ.რომ შეგპირდით მალალიტრაჟისტებს
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე