სალამი ვოლვოელებო!
ამ ფორუმის მიხედვით უცხო კაცმა, რომ ნახოს, იფიქრებს, რომ ვოლვოები საერთოდ არ ფუჭდება,, რადგან აქ საუბარი ძირითადად (90%) იმაზეა რომ აი რა მაგარია და რა მხეცია და როგორ ჩააცვა ვოლვომ და ა . შ.
მივესალმები ამას, რომ ნამდვილად ეგეთია ვოლვო, მაგრამ გავუზიაროდ ერთმანეთს პრობლემებიც , რომ ვაი და სხვასაც გამოადგეს როგორც მე პირადად გამომდგომია სხვისი გამოცდილება ( www.volvo850.ru)
ეხლა კიდევ ერთი. მართალია მე ვფიქრობ ჰონდა ცრვ-ზე გადასვლას, რადგან მიწევს რაიონშიც სიარული და ვოლვო (არა ჯიპი) ამისთვის ცოდოა, მაგრამ ვოლვო ისე მიყვარს რომ აზრი ს60-კენ გამირბის და ვისაც გაქვთ ამ მოდელის გამოცდილება და არ დაგეზარებათ მომწერეთ.
ძრავზე არაფერია საინტერესო რადგანაც ამაზე თითქმის იგივეა რაც ჩემს 850-ზე. მაინტერესებს რამდენად კარგია ამის ავომატიკა. ჩემი ავტომატი მართლა კარგია და დროით გამოცდილია (იაპონურია), ყველგან წერია რომ თუ ზეთს ჩაასხავ და თუ ორ პედალს ერთად არ დაადგი თითმის შეუძლებელია გაფუჭება. მაინტერესებს ს60 ავტომატი როგორია. ის რომ დიდი გარბენი აქვს არ არის პრობლემა. (ჩამოყრილს მაინც ჯობია) თან რესურსით წაკითხული მაქვს რომ ნორმალური ზეთის გამოცვლის შემთხვევაში ეს ძრავები 800-900 ათასს გადიან.
თავისთავად იგულისხმება, რომ ყიდვამდე ცენტრი არ ასცდება როგორ პადარძალს $L@
სურათზე წინა მარცხენა კარი შეღებილს გავს მაგრამ ეგ გზაში ნამდვილად ვერც კი გამაჩერებს

ვიცი რომ არის უფრო ძვირიანი მანქანებიც (ეს სულ არ ნიშნავს .რომ უფრო კარგებია). მე მინდა 3500-4000$ ჩავჯდე და თანაც ამ საუკუნეში მაინც იყოს გამოშვებული

ჩემი პიპია უკვე მესამე წელია მყავს და მართლა ისე დადის რომ მხოლოდ საწვავი, ზეთი და ხანდახან გარეცხვა უნდა და ვსიო (ყველა ნორმალურ მანქანას სჭირდება კალოდკები, რემნები, ფილტრები, საბურავები, ანტიფრიზი)
აი ეს პიპია მაინტერესებს
http://www.myauto.ge/car_details.php?car_id=6361140წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებაზე
PS: მარჯვენა საჭიანი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის (მყოლია და მივლია) უბრალოდ რამდენად ამტანია იაპონური ნასტროიკით მანქანები ჩვენი პირობებისთვის. მგონი ამერიკული ვარიანტები უვრო ვირებია
This post has been edited by giorgi72 on 15 Jun 2013, 16:35