მე შემიძლია დავწერო რეალური ხარჯები რომელიც ამ თითქმის 3 წლის განმავლობაში (თებერვალში 3 გახდება) გავწიე ჩემს 1996 წლიან ვოლვო 850-ზე. 2.5 ძრავია 20 კლაპნიანი უტურბინო, ავტომატიკა. დავწერ ხარჯებს რომელიც დასჭირდებოდა ახალ ჩამოყვანილ მაქანის შემთხვევაში. ცალკე დავწერ ხარჯებს რომელიც მომიწია უტვინო და უნამუსო წინა პატრაონების გამო, რომლებმაც გამოხრეს მანქანა. მაგათ ტრაქტორი არ უნდა ანდო!
ამ დროში მანქნანით გავიარე თითქმის 31 000 აქედან 25 000 გავიარე გაზზე. დღეში მუდმივად გავდივარ 40-50 კმ სამსახურის გამო. შაბათს და კვირას თითქმის არ გავდივარ არ სად. 9-10 ჯერ ვიყავი გორში, 4-5 ჯერ ქუთაისში, 4-5 ჯერ ბათუმში, 3-4 ჯერ წნორში, ნუ კოჯორი, მანგლისი და მცხეთები და ბულაჩაურებს ვერ დავთვლი. ზაფხულში შაბათ-კვირას ავდიოდი სოფელში (საგურამო) ყველა აღდგომა, მარიამობა, რთველი და ახალი წლები თავის თავად სოფელში. არც ერთი წუთი არ მინანია რომ ეს მანქანა მქავს, გარდა როდესაც ვერ ვაპარკოვკებდი იქ სადაც ასტრა დაეტეოდა

))))))))))))))
ყიდვისთანავე გამოვცვალე:
1. ძრავის ზეთი SHELL 10W40 5.5 ლიტრი (ვიყიდე 6 ლიტრი) 96 ლარი
2. ზეთის ფილტრი Hengst H10W13 12 ლარი
3. ბენზინის ფილტრი Hengst H135WK გამოცვლიანად 45 ლარი
4. ზუბჩატი რემენი 70 ლარი
5. რემნის გამოცვლა 30 ლარი (როლიკები არ მოუნდა)
6. თეგეტას ანტიფრიზი 2 ცალი 1,5 ლიტრიანი კონცენტრატი 30 ლარი
7. სამუხრუჭე სითხე DOT-4 500 გრამიანი 12 ლარი
8. სტარტერის ახალი ბენდიქსი ხელობიანად 65 ლარი
9. ყუმბარის პილნიკები გამოცვლიანად 90 ლარი
10. 2 საბურავი 195/65 რ15 90 ლარი
მოგვიანებით გამოვცვალე წინა კალოდკები 70 ლარი ხელობიანად
უკანა კალოდკების გადაკვრა 40 ლარი ხელობიანად
ავტომატიკის ზეთი 7 ლიტრა 140 ლარი Mobil multi-vehicle ATF
ავტომატიკის ზეთის გამოცვლა 30 ლარი
1 წლის მერე კიდევ 2 საბურავი 100 ლარი ბალანსირებიანად
ზეთს და ფილტრს ვცვლი 6-7 ათასში
მგონი სულ ეგ არის რაც მახსოვს
მეორე სერიას მერე დავწერ რაც მანქანას სჭირდა უქნარა წინა პატრონებისგან
* * *
ჩასხმული მაქვს შემდეგი მარკის ზეთები: SHELL 10W40, ELF 10W40, LIQUI MOLY 10W40, STATOIL 10W40 ახლა კი JB GERMAN OIL Super F1 Power 5W40 ჩავასხი და მაინტერესებს როგორ მოუხდება ჩემს 850-ს (ვოვას)

)
აქამდე თითქმის ყველა ზეთს 1-1,5 ლიტრას იმატებდა 7000-ში, მაგრამ კლაპნის სალნიკებს უნდა გამოცვლა და მაგიც აღარ იქნება. ყველაზე ძალიან მანქანას მოუხდა
LIQUI MOLY 10W40. ძრავი რბილად და ჩუმათ მუშაობდა და სულ კრიალი დაიწყო შიგნიდან ზეთის კრიშკიდან რომ ჩავიხედე რასპრედვალებში. დაკლებითაც ამ ზეთმა ყველაზე ცოტა დაიკლო. ზეთს საერთოდ 7 ლიტრას ვყიდულობ ხოლმე. 5,5 ვასხავ შიგ და 1,5 დასამატებლად მრჩება. თავიდან ზეთი მაქსიმუმზე დგას და ვამატებ ხოლმე რომ შუაზე მაინც იყოს. როდესაც დამთავრდება 1,5 ლიტრი და ჩამოდის მინიმუმზე მაშინ ჩანს რამდენი გაიარა მანქანამ. ამიტომ გამოდის ხან 6500 ხან 7500 კმ.
This post has been edited by giorgi72 on 25 Oct 2013, 22:49
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)