როგორ გითხრა:
სიმართლეს გაუმარჯოს და X არანაირად არ არის ცუდი მანქანა და მამენტ არც ჩამოუვარდება XC90-ს. XC90-ში რაღაცნაირად უფრო კომფორტულად ზიხარ. თითქოს მაგარ რბილ სავარძელში ხარ წამოწოლილიო და უფრო რბილია, უფრო სწორედ სხვანაირად რბილია ეს მანქანა.
საუნდ სისტემა აქვს სასწაული.
ეს X5 ზე ფართეა, უფრო დიდი ბაგაჟნიკი აქვს.
სიარულით პრინციპში ერთნაირად დადის 3.0 X და 2.5 XC90. BMW შეიძლება ოდნავ სწრაფი იყოს, მარა ვაბშე მაგრად გკიდია ვოლვოთი სწრაფად სიარული, შიგნით რომ ზიხარ ისეთი შეგრძნება გაქვს რომ დრო გაჩერდა

ხარჯის კუთხით ერთიდაიგივე მომხასურების პერიოდში და ინტერვალებში - ვოლვო არის ბვევრად იაფი და პრაქტიკული..
რამდენიმე რამე გამისწორდა მაგრად:
1. უკანა სავარძელს აქვს ქარხნული საბავშვო სიდენია (შეგიძლია აამაღლო) დღეს ჩემ ბავშვს მოვაზომე და ძაან მაგრად იჯდა
2. საუნდ სისტემა - ჩემ X5 თან შედარებით (ორივე საბაზოა) აქვს ბევრად ძლიერი და სუფთა ხმა პლუს ამას უკან აქვს მართვის ბლოკები, რომელზეც 4 ნაუშნიკი ერთდება და ყველა ნაუშნიკს შეუძლია მოუსმინოს სხვადასხვა რამეს.
3. ძაან მაგარი ბი-ქსენონები
4. წვა - მთელი დღეა დავდივარ და 14 ლიტრს მიწერს ბორტკომპიუტერი, ესეთ რეჟIმში X წვავს 16-ს
5. სავარძლების მესამე რიგი . 180 სანტიმეტრამდე ნორმლური აღნაგობის ადამაიანი მშვენივრად ეტევა და აქვს თავის მუსიკაც და კლიმატ კონტროლიც

რაც შეეხება X5-ს
რაც მაგრად მომწონს - ვოლვოს ნაირად რბილად არ ზიხარ მარა ძალიან კარგად ზიხარ და კომფორტულად.
აქვს ბევრი ისეთი ნავაროტები რომ არქონით არაფერი შავდება მარა რო აქვს ასწორებს (პულტიდან შუშების აწევა, უკანა სავარძლის საზურგის რეგულირება ელექტრონულად 20 გრადუსით და ა.შ.).
გრძნობ რომ მოსპორტულო მანქანაში ზიხარ.
ძრავის ხმა აქვს უმაგრესი
ძალიან მგრძნობიარე კარობკა (ესეთი მაგარი ავტომატი მე არ მიტარებია)
რაც მაგრად არ მომწონს
1. პატარა ბაგაჟნიკი
2. კლიმატკონტროლი, რომ ყოველ დაქოქვაზე დაუკუთხავად ირთვება
3. უკანა სიდენიები - მაგის დიზაინერი უნდა დასვა მაგ სავარძელზე და პერევალზე აკატაო
4. პატარა საბარგული
იტოგში ძალიან მსგავსი მანქანებია რა - რომელიც გიყვარს ის უნდა გყავდეს და პლიუს ამას ორივე ბევრად ჯობია მაგ წლოვანების ყველა პარკეტნიკს
This post has been edited by გიო on 9 Jan 2014, 00:14