2001 S60 2.4T
იქოქება მაგრამ გაზის პედალზე დაჭერისას ოდნავ ემატება RPM მაქსიმუმ 2000 მდე ადის.
ცოტა ხნის შემდეგ როცა რამდენჯერმე ჩავაქრობ და დავქოქავ და ძრავზე ხელებს დავისვრი შემდეგ სწორდება და მუშაობს საკაიფოდ.
ამას აკეთებს ძირითადად დილით დაქოქვის დროს და საღამოს სამსახურიდან რომ გამოვდივარ. ცხელზე გზაში რამდენჯერმე გავჩერდი და ჩავაქრე მაგრამ სწორად მუშაობს.
ზოგჯერ მალე სწორდება ზოგჯერ გვიან. ერთადერთი რაც შევამჩნიე თუ ხელებს დავისვრი ეგრევე სწორდება.
Dashboard -ზე მიწერს Engine Service Urgent როცა გასწორდება მაშინაც კი.
რამდენიმეჯერ ჩაქრობა-დაქოქვის (ნორმალურ რეჟიმში უკვე გასწორებული) შემდეგ ეს ჩანაწერიც ქრება.
დიაგნოსტიკა P0121-ს მიწერს ანუ TPS (გაზის პედალის სენსორის) გაუმართაობას.
თუმცა ვერ ვხვდები თუ სენსორი გაფუჭებულია მაშინ ხან იმუშავებს და ხან არა თუ საერთოდ არ იმშავებს?
ვისაც ამ საკითში გამოცდილება გაქვთ გთხოვთ გამიზიეროთ თქვენი რჩევები
მადლობა წინასწარ.