სალამი ყველას, ალტეზაზე მაქვს ასეთი პრობლემა, ორი დღეა შევამჩნიე გაზის მიცემისას აბაროტები შედარებით ნელა ემატება, ბოლომდეც რომ ჩავაჭირო მაინც ნელ-ნელა ადის ზემოთ. სულ მკვდარი არაა, დადის მარა ისე არა როგორც ადრე, სხვა პრობლემა არ აქვს, არც აბაროტები თამაშობს. რაც ვიფიქრე პირველი ვოზდუხამერის და დროსელის გაწმენდაა, ხოდა მაქვს ორი კითხვა:
მოუხსნელად რომ გავწმინდო დროსელი, ზედვე, რამეს ხომ არ უზავს, სადღაც წავიკითხე აჭუჭყიანებსო სვეჩებსაცო, მოხსნა კიდევ რამე პორბლემას ხომ არ წარმოადგენს?
და მეორე კითხვა, ვოზდუხამერი კარბურატორის საწმენდი სითხით შეიზლება გავწმინდო? თუ აუცილებლად MAF სენსორის საწმენდი უნდა? ესეც სადღაც წავიკითხე შეიძლება კარბურატორის საწმენდმა დააზიანოსო

კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი? საწვავის მიწოდების ან ელექტროობის გამო შეიძლება ესე მოუვიდეს?