რატო და თანაბარი ბრუნი არ იყო 4ვე თვალზე და შესაბამისად ავარიულ რეჟიმში მუშაობდა კარობკა.
უკან რო გადააყენე კი გამოსწორდა, მაგრამ უკან რო დააყენე რამდენი ხანი იარე ისევ სხვა ზომის დისკით? არაა გამორიცხული რო იგივე გაეკეთებინა გარკვეული კილომეტრეჟის გავლის მერე.
ადრე 528 ტიპტრონიკი მყავდა და უკან მეყენა მაღალ ბორტიანი პაკრიშკები და წინ დაბალი, მაგრამ 4ვე დისკი 17-იანი იყო.
რო დავაყენე ვიარე რამოდენიმე დღე და ჯერ კიკდაუნი აღარ მუშაობდა მერე სიჩქარეების გადართვას აგვიანებდა, მერე დამიწერა კარობკა ავარიულ რეჟიმშიაო და ბოლოს ისე დაიბლოკა მანქანა რო დაღმართზეც ვეღარ ვაგორებდი

გაქვავდა ადგილზე.
წავიყვანე ცენტრში და მითხრეს რო პაკრიშკები შეცვალე და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ამუშავდებაო, მეთქი პაკრიშკა რაშუაშიათქო, მაგრამ სხვა გზა არ იყო წავედი და 4ვე ერთნაირი ზომის დავაყენე და მართლაც ეგრევე გასწორდა ყველაფერი და ჩვეულებრივად დაიწყო სიარული მანქანამ

ასერომ ავტომატიკებს არ უყვარს სხვადასხვა ზომის საბურავები, ეგ არის დროებითი რო მიხვდე ვულკანიზაციამდე და სასწრაფოდ დააყენო ისევ თავის ზომა რაც არის თორე ფაქტია ეგრევე ურევს კარობკას