მოგესალმებით მერსედესის კლუბს
მცირეოდენი ინფო დღევანდელი საღამოს შესახებ...
ყოველთვის ისმის ავტომობილისტისგან კითხვა: რა შედეგს მივიღებ ჩემი მანქანის ნასტროიკის შემდეგ?
ზუსტი პასუხის გაცემა ზეპირად არც თუ ისე ადვილია მითუმეტეს როდესაც იცი რომ ყველა მანქანა ინდივიდუალურია და ყველა მანქანა ერთმანეთისგან განსხვავებულ შედეგს აჩვეებს.
ამიტომაც საორიენტაციოდ 10-დან 25 ცხენის ძალის ფარგლებში ვპირდებით თუმცაღა რეალურად შედეგი ყოველთვის განსხვავებულია დანაპირებისგან.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიღეთ სატესტოდ Mercedes CLK W209 55 AMG 2004 წლის გამოშვება, აბსოლუტრად სტოკი
ატმოსფეერულიდა ხელუხლებელი მანქანა, თავისი კატალიზატორებით ქარხნული ჰაერის ფილტრებით და ასე შემდეგ.
ყოველგვარი ფიზიკური ჩარევა / შემზადების გარეშე მანქანა დავაყენეთ სტენდზე და გავზომეთ საწყისი ქარხნული ძალის მაჩვეებელი, რაც საბოლოო ჯამში ძრავზე 367HP გამოვიდა.
ქარხნული რუქების ოპტიმიზაციის შემდეგ გავაკეთეთ რამოდენიმე საფეხურიანი ცდა.
Stage1: +26HP
Stage2: +40 / 44HP
და ეს ყველაფერი ყოველგვარი ფიზიკური ჩარევის გარეშე, ანუ აქედან გამომდინარე, თუ ჰაერის შემწოვი სისტემა, გამომშვები სისტემა მოდიფიცირდება შედეგად Stage 3 გაცილებით მეტ შედეგს მოგვცემს.
საბოლოო ჯამში 367 ცხენით მისული 407 ცხენით წამოვედით შინ, შემდგომ მომავალში კი თუ დაინტერესება ექნება მანქანის მფლობელს, გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ უფრო უკეთეს რეზულტატსაც ვაჩვენებთ...
https://www.facebook.com/GelashviliPerformance