Smart_Boyკი ხო, ძალიან კარგი ძრავია
ზეთის წვა გააჩნია... თუ არ ჭირს არაფერი, მაშინ არა. ჩემი ძრავი გაახლებული იყო, აბკატკაც გავატარე. ახლა 5W-30-ს ვასხამ, გავლილი მაქვს 8800 კმ და სადღაც 200-300 გრამამდე მოიკლო, მეტი არა. ანუ სავსებით ნორმალურად მუშაობს, ზეთის ჭამა არ ახასიათებს როგორც ასეთი.
ზეთის ნასოსიც კი, მშვენივრად. ეგრე რომ იყოს, 5-30 ისედაც საკმაოდ თხელი ზეთია, დაბალ აბაროტებზე წნევას ვერ უნდა ქმნიდეს და ჩეკს ანთებდეს. თან უცხოურ ფორუმებსაც ხშირად ვკითხულობ ხოლმე და ეგეთი რამე არსად შეხვედრია, რომ 3500 აბაროტი უნდა დოჩის ზეთის ნასოსს.
ნაწილები გააჩნია... დაშლილებში მთავარია არ უთხრა, რომ დოჩისთვის გინდა
ღვედები სტანდარტული ფასია, არაფერი განსაკუთრებული. ღვედებს ხომ თან ახალს ყიდულობ, მაღაზიისთვის რა მნიშვნელობა აქვს რა ძრავია.
დანარჩენი, ისეთი ნაწილები, რაც დაშლილებში უნდა იყიდო, გააჩნია როგორ მიუდგები:
მაგალითად, ქვედა ამთვლელი ძველი 1.8 ეკოტეკის, 2.0-ის იგივეა, ვოზდუხამერი 2.0 პრასტოი ომეგაზეც იგივე დგას რაც დოჩზე. 1 მავთული გადაკეთებით 2.0 ეკოტეკის ბაბინაც მიდის დოჩზე.
სვეჩების პრავოდკა 1.6 ეკოტეკზე დგას იგივენაირი როგორიც დოჩზე.
წყლის პომპა 2.0 ეკოტეკს, დოჩს, 2.0 ტურბოებს... ყველას ერთნაირი აქვს.
ეტყვი მაგალითად რომ ძველი 1.8 ეკოტეკის ქვედა ამთვლელი გინდა და 10-20 ლარში იყიდი. თუ ეტყვი რომ დოჩისთვის გინდა, 50 ლარში მოგყიდიან
თუმცა არის რაღაც ნაწილები, რაც მარტო ამ ძრავზე დგას, მაგალითად აი ეს წყლის ტრაინიკი შლანგი:

დოჩიან მანქანას თუ იყიდი, აუცილებლად შეამოწმე ეგ შლანგი როგორ მდგომარეობაშია (მთავარი პლასტმასის დიდი ტრუბა რომაა ძრავის უკან, იმას აერთებს პომპასთან და ზემოთ კოლექტორთან). თუ შეჭმულია და ა.შ. ადრე თუ გვიან გაიხევა და გაუშვებს აუცილებლად. ახალს მაგ შლანგს აქ ვერ იშოვნი მაღაზიებში. დაშლილებში მინიმუმ 50 ლარს აფასებენ, ისიც თუ იშოვნე
საკუთარ თავზე გამოვცადე ეგ ამბავი. ავდექი მერე იბეიდან ჩამოვიტანე კარგ მდგომარეობაში მყოფი ეგ შლანგები და ახლა 1 ცალი რეზერვში მიდევს ყოველი შემთხვევისთვის
მაგ ტრაინიკი შლანგის გარდა სხვა ისეთი პრობლემური ნაწილი არ მახსენდება.
+ რადგან დოჩს აპირებ, დოჩი ზოგადად არის ორნაირი, ე.წ. ძველი დოჩი და ახალი დოჩი.
სხვაობა არის რემნის მხარის ნაწილებში, ცოტა ელექტრობაში, ბლოკში და ცოტაც შიგნეულობაში.
ძველი დოჩის რემნის მხარე:

ახალი დოჩის რემნის მხარე:

როგორც ხედავ, რემნის მხარე განსხვავებულია. ძველ დოჩს აქვს რემენზე მომრგვალებული კბილები, ახალ დოჩს ოთხკუთხა კბილები. რადგან რემნის კბილები სხვადასხვაა, შესაბამისად, სხვადასხვაა პომპები, როლიკები, რასპრედვალის შკივები...
ასევე, ძველი დოჩის გალოვკას ამზადებდა Coscast-ი და ითვლება რომ დოჩებში საუკეთესო გალოვკაა. ძველი დოჩი პრაქტიკულად გაუხსნელად და თითის დაუდებლად 250 ცხენს უძლებს უპრობლემოდ, იმდენად კარგი შიგნეულობა აქვს

დაჟე პორშინებიც თუ არ ვცდები კოვანები დევს ქარხნულად ძველ დოჩში.
ახალი დოჩის გალოვკა უკვე GM-ის და Kolbenschmidt-ის წარმოებაა და ზოგიერთ გალოვკას ჰქონდა წყალში ზეთის გადატანის პრობლემა, იმის გამო, რომ შენადნობი არ იყო სიეთი კარგი ხარისხის, როგორიც კოსკასტის. თუმცა, პრობლემური გალოვკების რაოდენობა ძალიან ცოტა იყო და შანსი იმისა, რომ პრობლემური გალოვკით შეგხვდეს ახალი დოჩი, მცირეა ძალიან. ისედაც, თუ პრობლემურია გალოვკა, ე.ი. ზეთი ხვდება წყალში და წყლის ბაჩოკში აუცილებლად იქნება მაიონეზის მსგავსი სუბსტანცია
ელექტრობის მხრივ ძველ დოჩზე დგას Bosch Motronic 2.5 კომპი, აალების სისტემა მუშაობს "რასპრეძელიწელით".
ახალ დოჩში დგას მოტრონიკ 2.8, მუშაობს უკვე ბაბინაზე.
ძველ დოჩს სტოკად კარობკაში აქვს მსუბუქი მახავიკი, ახალს - მძიმე.
ნუ, მიუხედავად იმისა, რომ ძველი დოჩი სუპერ მაგარი იყო, დღეს ძველი დოჩის შოვნა, მით უმეტეს კარგ მდგომარეობაში, ძალიან რთულია. სადრაც 1991-92 წლებამდე გამოდიოდა ძველი დოჩი.
მაღაზიებშიც ძველი დოჩის ნაწილები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ახლის.
ჯამში ცუდი ძრავი არც ახალი დოჩი არაა. მთლად ძველივით სუპერი ვერაა, მაგრამ ესეც ძალიან კარგი ძრავია. დღეს რასაც დოჩებს შეხვდები, უმეტესობა ახალი დოჩებია. მეც მაგალითად ახალი დოჩი მაქვს და პრობლემა არ აქვს არაფერი.
2.0 ეკოტეკიც ახალი დოჩის მონათესავე ძრავია. რაც თავსებადი ნაწილები აქვთ ერთმანეთთან, ძირითადად ეხება ახალ დოჩს. რემნის მხარე პრაქტიკულად იდენტური აქვთ ორივეს თითქმის. ახალ დოჩზე და 2.0 ეკოტეკზე მიდის ერთი და იგივე პომპა, დამჭიმი, როლიკებიც გარკვეულწილად...
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.