არადა ცვეტში არ შეიძლება

მაგიტომაა მერე სახელი რომ აქვს გაფუჭებული ეკოტეკს.
15-40 კიდევ ზოგადად დაშვებაში ოპელის ძველ ძრავებს უწერია, მაგრამ 20-50 საიდან?
თან რამე გამართლება მაინც ქონდეს.
ზამთარში 15-40-ის ჩასხმა არასწორია, იმიტომ რომ 15 ჯერ ხო სქელია ისედაც და ზამთარში მით უმეტეს.
და ზაფხულში 20-50-ც რა პონტია, საჰარაში მოძრაობენ?

თუ 6K აბაროტზე დაბლა არ დადიან?
ან 20 რას ნიშნავს, ზაფხულში ძალიან არ გაუთხელდეთ გათიშულ ძრავზე კაპოტქვეშ ზეთი? 50-ც ჩვენთან ყოვლად გაუმართლებელია. + დაშვება არ აქვს მაგ შეფარდებაზე ოპელს.
+ ნამდვილად არაა ჩვენთან ისეთი ბენზინი რომ მინერალს (!!!) 10K გაატარო. მით უმეტეს, არცერთი მწარმოებელი სამომხმარებლო მინერალზე მაგდენის გარანტიას არ იძლევა.
მე მაგალითად 2.0 16 კლაპნიანში, დოჩში ვასხამ ზამთარ-ზაფხულ 5-30-ს, სინთეთიკას და ვცვლი 10K-ზე. ზამთარში ხომ თავისთავად სინთეთიკა და თან 5W უკეთესია გაცილებით, მაგრამ ზაფხულშიც 30-ზე პრობლემა ფიზიკურად ვერ შეიქმნება ჩვენთან, არ ცხელა საქართველოში იმ დონეზე რომ 30-ზე მეტი ზეთის დაშვება საჭირო იყოს. ჰა-ჰა 40, ვისაც მაინც რაღაც ეჭვი აწუხებს.
50 აბსოლუტური ოვერკილია ჩვენს პირობებში.
თან ერთი რაღაცაა, 30-თან შედარებით, 40 და 50-იან ზეთზე მანქანა შედარებით მეტ ბენზინს დაწვავს, იმიტომ რომ სქელია ზეთი უფრო ძრავის მუშა ტემპერატურაზე
ზეთის შერჩევისას, მთავარი არის რომ ზეთს ჰქონდეს ოპელის დაშვება.
ბენზინის ძრავებისთვის ეს დაშვება იყო ადრე: GM-LL-A-025
დიზელებისთვის: GM-LL-B-025
მერე ბენზინების მოთხოვნა შეიცვალა და დაერქვა dexos1, რომელმაც ჩაანაცვლა
დიზელების მოთხოვნა შეიცვალა dexos2-ით, თუმცა, დექსოს 2 მოიცავს GM-LL-B-025 და GM-LL-A-025-ს, შესაბამისად, ბენზინის ძრავებში, სადაც dexos1 არაა მოთხოვნა, მაგრამ ითხოვს GM-LL-A-025-ს შეიძლება dexos2-ის ჩასხმაც.
და ასევე გასათვალისწინებელია ტემპერატურული რეინჯი, რაც უმეტესობა მანქანების მანუალში წერია.
ოპელებისთვის ძირითადში სტანდარტული მოთხოვნაა 5W-30 და 5W-40 ზეთი.
ციმბირში და ა.შ. ჩამოდიხარ 0W-ზე, იმისთვის რომ ზეთი არ გაგეყინოს ცივზე.
საქართველოს პირობებში 0W საჭირო არაა, რადგან 5W საშუალოდ -35-40 გრადუსს უძლებს. და 40-ზე ზემოთ ასვლაც საჭირო არაა, რადგან ეგრე საშინლად ნამდვილად არ ცხელა. მაგაზე ზემOთ ასვლა საჭიროა საჰარაში, კატარში, ქუვეითში და ა.შ. სადაც 50-55 გრადუსია ზაფხულში ტემპერატურა.
ან მეორე ვარიანტი ის მანქანები, რომლებიც ტრეკზე დადიან, მაგათთვის 10W-60 არსებობს სტანდარტულად.
ოპელებში ჩვენს პირობებში თუ ეკოტეკია ძრავი ან თუდნაც პრასტოი მაგრამ კარგად გინდა მოვლა, უნდა ასხა IMHO 5-30 ან 5-40, შესაბამისი ოპელის დაშვებით.
თუ საშუალება არ გაქვს სინთეთიკის, მაშინ როგორც მინიმუმ 10W-40, ნახევრად სინთეთიკა. ისიც ძველ ძრავებში. ახალ ძრავებში ეგეც არ შეიძლება და უნდა სინთეთიკა აუცილებლად.
აი გადახედე დაშვებებში რა ზეთებია:
დექსოს 1:
http://www.gmdexos.com/licensedbrands/dexo...nsedbrands.htmlდექსოს 2:
http://www.gmdexos.com/licensedbrands/dexo...nsedbrands.htmlმინერალის ძრავში ჩაშვება არის რეალურად თავის მოტყუება რომ ვითომ ზეთის კლება დამალო. + მინერალის ჩაშვებიდან იწყება პრობლემები ძრავში. ცვეთა იმატებს ძალიან მოშნად.
თორემ სიტყვაზე რომ ასხა ძრავში 5-30/5-40 და დროზე ცვალო, სალნიკების შეცვლაც კი არ უნდა დაგჭირდეს 200K-ზე. აგერ შოთას, XOS001-ს ყავს 1.6 ეკოტეკი ასტრა, ქარხნული გაზით. 260K აქვს მგონი მანქანას გავლილი თუ მეტი არა. სერვის წიგნაკი მოყვა სადაც ზეთის შეცვლები იყო დაფიქსირებული. იქაური პატრონი ასხამდა 5W-40-ს, ლიქვი-მოლის. შოთამაც აქ იგივეს ჩასხმა განაგრძო. რომ იტყვიან, გრამს არ იკლებსო, ეგრეა ამხელა გარბენიანი ძრავი. + ბზინავს შიგნიდან ისეთი სუფთაა, ნაგარი არ აქვს საერთოდ.
* * *
SACHKHEREღმერთმა იცის
DI და DTI ძველი ტიპის ძრავებია, გამოდიოდა 2004 წლის შუამდე.
DI-ზე აყენია F13 კარობკა, DTI-ზე - F17.
CDTI არის ქომონ-რეილ დიზელები, თანამედროვე დიზელის ძრავები რაცაა ანუ, ყველა ქომონ რეილია ძირითადად ყველა მწარმოებლის.
1.3 გამოდიოდან 2004-დან 2006-მდე, და ეკოფლექს ვარიანტები 2005-დან 2010-მდე. ზედ აყენია F17 კარობკა.
1.7 CDTI გამოდიოდა 2004-დან 2010-მდე, აყენია F23 კარობკა ზედ.
ხოდზე 1.3 ჯობია ძველ 1.7-ებს, ტორქი მეტი აქვს ორივეზე. DI-სთან შედარებით ცხენებიც მეტი აქვს, DTI-სთან შედარებით 2004-იან 1.3-ს აქვს 4 ცხენით ნაკლები, ახალ 1.3-ს ცხენებიც იგივე აქვს რაც ძველ 1.7-ს. ტორქი მეტია.
ახალ 1.7-ს ცხენიც მეტი აქვს და ტორქიც.
გამძლეობის მხრივ არ ვიცი ნამდვილად. თუ მოუვლი ერთნაირად იქნება ალბათ რა, შეიძლება ახალი ქომონ რეილები უკეთესიც იყოს, არ ვიცი.
ნაწილების მხრივ ძველი დიზელების ნაწილები უფრო იშოვება აქ დაშლილებში, ახალი დიზელები ნაკლებად. ძრავის ნაწილებს ვგულისხმობ. მაგრამ ძრავი თუ არ მოიხნა, რაში უნდა დაგჭირდეს ძრავის ნაწილები.
+ რადგან წლებშიც სხვაობაა, ძველი 1.7-ები უფრო იაფი ეღირება ვიდრე 1.3 და ახალი 1.7.
მაგ ახალი 1.7 დიზელის თაობის ძრავზე ყავს ასტრა H-ი GunsN-ს, მისწერე და გეტყვის როგორი ძრავია პრაქტიკაში.
2006-იანია როგორც მახსოვს მისი ასტრა და თუ ეგრეა, მაშინ იდენტური ძრავია ეგ და ის, რაც კომბოში დევს ახალი 1.7
This post has been edited by Power_VANO on 16 Aug 2013, 14:20