ცრვ-ეს საათი ვის გავაკეთებინო ვერ მეტყვით? თავისი, რომელიც მოყვა, 3 წლის წინ, მანქანის ყიდვისთანავე გადავაპაიკინებინე, რადგან ჩაქრა და აღარ აინთო.
ეხლა 3 კვირის წინ დაეწყო ისევ: ხან ინთებოდა, ხან ქრებოდა. გადავაპაიკინებინე ისევ და ფარებს რომ ვანთებთ შეღამებისას და შუქი აკლდებოდა საათს, ის ფუნქცია დაეკარგა, დღეს საერთოდ ჩაქრა. 1 კვირის წინ სხვა დავითრიე(უფასოდ, მაჩუქეს), შევაერთე- საერთოდ არ აინთო.
ვინმე ჭკვიანი ხელოსანი მინდა, და არა ის მკითხავები, მანქანის ელექტრიკოსები რომ ჰქვიათ და ნათურებს ცვლიან მარტო.
ერთი პირობა ვიფიქრე დავიკიდო მეთქი, მაგარმ სულ გზაში ვარ ძირითადად და მივეჩვიე მაგ საათს და მისი მიხედვით მიმოსვლის დაგეგმვას.
ყიდვით ვიყიდდი მეორდებში, მაგრამ 3 ცალი გამიხდება...
P.S. ის ბმული ვნახე საათებზე, ნახვრეტებიც გავუკეთე, გადავაპაიკე, მაგრამ არ შველის.