გაუმარჯოს ჰონდისტებს!
როგორც ადრე მოგახსენეთ დაგეგმილი მქონდა ლომისობაზე და ყაზბეგში ტური, ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა, გარდა ორისა:
გუდაური კობის მონაკვეთზე წყალმა ამიდუღა, იქიდან წამოსვლისას იგივე მონაკვეთზე და გეგრეტზე ასვლისასაც. ანუ აღმართები არ დაევასა

მთელ ყაზბეგის რაიონში ერთი ხელოსანი მოიპოვება და ისიც ვულკანიზატორი. ვიმკითხავეთ და მითხრა თერმოსტატის ბრალია, ამოვიღებ და გადავაგდებ, საერთოდ აღარ შეგაწუხებსო. ბოლოს შევთანხმდით თერმოსტატის პრუჟინასთან პატარა ტრუბკა დაგვედო, ისე რომ ბოლომდე არ დაეკეტა სარქველი და ვივლიდი ბედნიერად. მაგრამ.... არ გაამართლა. რა ვუშველო?
მეორე: გერგეთზე ასვლისას ქვას წამოვდე პოლზე რომ ,,პადვესკა" თუ ,,პადვესნიკია" და მანქანამ დაიწყო ღრჭიალი. შევხედე ქვევიდან და ეგ შევამჩნიე უკან გადაღუნული, ცოტა მოვუშვი ორივე ბოლტიდან და გავაგრძელე გზა, ავედი - ჩამოვედი და ვფიქრობ რა ვუშველო. აღარ ღრჭიალებს, მაგრამ გული მეწვება, ჰონდაა მაინც, დაბანილ -დავარცხნილი წავიყვანე და დაჭეჭყილი ჩამოვიყვანე. არადა ჩემს გულის გასახეთქად მიცუბიშ სელიკები დარბოდნენ მგლებივით.