მოკლედ 2 დღის წინ მოვხსენი უკანა სიდენიის ქვეშ ბაკის კრიშკა და ჩავიხედე ბაკში, ფილტრი ხო მანდ უყენია და მაინტერესებდა რა მდგომარეობაში იყო იქაურობა

მართლაც ძალიან სუფთა და კამკამა ბენზინი იყო რო ჩავანათე ფანარი, ანუ არაფერი არ ამღვრეულა, ნუ კაი დავხურე და ავაწყე როგორც იყო.
იმის მერე გავიარე გამოვიარე არაფერი პრობლემა არ ყოფილა.
დღეს საღამოს გავედი და ჩავასხი 20 ლიტრა ბენზინი და სადღაც 2 კილომეტრში უცბად აანთო პრიბორზე რო ბაკი არის ღიააო თუ რავიცი რა ჯანდაბა უნდოდა.
ავდექი გავაჩერე შევამოწმე კრიშკა და ნორმალურად იყო დაკეტილი.
წამოვედი გავიარე რამოდენიმე კილომეტრი და ისევ ამინთო.
მერე დავარესტარტე ბორტ კომპიდან დაჩაქრა, წამოვედი ცოტა გავიარე და ისევ ამინთო.
რა უნდა ჭირდეს ან რაჯანდაბა ვუყო?

