გამარჯობათ ხალხნო
რჩევა მჭირდება თქვენი
ე60 545 2004, აბაროტის თამაში დაიწყო იმენა სულ, ცივზე ცხელზე, ხოდზეც და გაჩერებულზეც და რო მოვიცალე დავიწყე კეთება, სვეჩებიო ფილტრებიო, რაღაც პრაკლატკა ცოტას აპარებს ზეთსო და ჰაერს ხო არ იპარავს მაქედანო, დიაფრაგმაო, ბაბინაო დინამოო, კატოჩე ერთი 15 პროფილაქტიკის და 30 ხელსონის მერე ჩემი ფეხები, მაინც ისეა, აბაროტს ათამაშებს და 60-ზე 1200-1300 აბაროტზე იმენა ურტყავს მანქანა, სანამ მაგ აბაროტზე დგას 3-4 წამში ერთხელ, აი კაროკბკას რო დარხეული აქ და ჩაგდებისას რო ურტყავს ისე, როგორც კი აცდები მაგ აბაროტებს ან გაუშვებ გაზს აღარ, არ ვიცი შეილება მეჩვენება მარა თითქოს აბაროტიც ვერ უჭირავს, ძაან ჩქარა მოაქ ქვევით.
ელექტრიკები იგინებიან ელექტროობა არ არიო, მარტო ერთი იძახის მაღალი ძაბვა მოდის და ან აკუმლატორია ან დინამოს რაღაც რელეო, აკუმლატორიც კი გამოვცვალე მარა სულ ტყუილა მგონი
მატარისტები არა ძრავა საღიაო, ის რაღაც ვალვეტრონიკებს დააბრალა ერთმა და სხვებმა აგინეს, მერე რემენიო დახტისო თუ რაღაც გავახსნევინე მართლა იყო ერთი დამჭიმი თუ რაღაც პლასმასი გატეხილი გამოცვალეს, მარა ხეირი ნოლი,
ერთი 10 ჯერ მაინც შეამოწმეს კომპზე, არაფერს არ წერს, რაღაც ვინტილატორის აქსელერაციის დაჩიკს წერს მარტო მარა წყალს არ აუდუღებია არასდროს, და ვინტილატორიც მუშაობს, ელექტრიკებმა პროსტა ატრაკებს დაჩიკიო.
ტეგეტაში ბოლი რო შეუშვეს დიაფრაგმას გასდისო, გამოვცვალე, მერე რაღაც ჰაერის ფილტრი სადაც უყენია იმის წინ რაღაც რეზინა აკლიაო, ეგეც ვიშოვე, 3 კომპიუტერზე შეამოწმეს მერე უკვე ბოდიალში გადავიდნენ იქნებ ბენზინის ფილტრიო, დროსელები იქნება გაჭუჭყიანებულიო, ბოლავსო, კლაპნის სალნიკებიო, ბოლოს ერთმა პროფესორმა საერთოდ 160 ამდე აქ ძრავს გარბენი და დაძველდაო

მევთქვი მკიდია რაც გინდათ გააკეთეთ, აბაროტი ხო თამაშობს მეთქი კიო, ჰოდა თუ გაუვლის ვიხდი რაც არ უნდა დაჯდეს მეთქი თუ არადა მკიდია არაფერს არ ვიხდი თქო და ვერ გარისკეს რათქმაუნდა

წენტრში კომპზე რო შეამოწმეს არაფერს არ წერსო და რა ვქნათო

ვიღაც ჩვენი პროფესორი შვებულებაშია და იქნებ იმას ვანახოთო

აღარ მივსულვარ ვიცი ეგენი ამ მანქანის ფას დამიჯენენ რომც გააკეთონ

იქნებ მირჩიოთ რა ვუყო ეხლა ამას
თან ეხლა შემდეგი კვირისთვის ხელოსნები აღარ დამრჩა ვის ვაჩვენო, ვინმე ჭკვიანი ხელოსანი მიმასწავლეთ
ხო რაც მთავარია, რაც კი რამე შლანგი, რეზინა, პრაკლატკა და დაჩიკი არ მოეწონა ვინმეს ყველაფერი გამოვცვალე ამასობაში

დაჯე ზოგი ორჯერ ### ნაწილიაო