SWD-888დავიწყოთ იქიდან რა გისხია? მე ჩემი პირადი გამოცდილებით ვიტყვი რომ მოტული V300 5/40 საუკეთესო ზეთი იყო თავის დროზე, თუმცა ეხლაც არის, მაგრამ თეგეტამ აიღო ექსკლუზივი მაგ ზეთზე და მე პირადად თეგეტას არ ვენდობი, თეგეტას არცერთი ზეთი არ ვარგა, ლიქვი მოლი მისხია 5/40, მოკლედ ვიტყვი ბევრი ზეთი მაქვს ნაცადი აჯიპი, შელი, მეგუინი, არალი, მოტული 8100 თამამად ვიტყვი რომ ჩვენს მანქანებს არცერთი არ უხდება, ჩემს ძრავს არ უხდება ვინაიდან მაღალტემპერატურიანი ძრავია შეიძლება მაგიტომაც, ახლა რაც შეეხება რა უნდა ჩაასხა: თავისი მახასიათებლებით 5/40 და 10/40 ძალიან გავს ერთმანეთს, ზოგადად მწარმოებელი იძახის რომ ზაფხულში ცოტა სქელი გამოიყენეთ და ზამთარში ცოტა თხელიო, ჩვენთან არაა მაინცდამაინც ისეთი კლიმატური პირობები რომ მკაცრად ინსტრუქციას მივყვეთ, მე საერთოდ არ მჯერა იმათი ვინც გარბენის მიხედვით არჩევს ზეთს, მკვდარი შეიძლება ახალგაზრდაც იყოს და ბებერიც

ეს ჩისტა ინდივიდუალური მიდგომაა გააჩნია რა მდგომარეობაშია ძრავი, თუ მაინცდამაინც გადაჭრით პასუხი გინდა გეტყვი რომ თუ გაქვს საშუალება ჩაასხი 5/40 ლიქვი მოლი და შეხედე ზამთარი მოდის მაინც, დააკვირდი თუ დაკლებისკენ აქვს მიდრეკილება შემდგომ გამოცვლაზე გადადი 10/40 მეტი დაბალი არ გააკარო მანქანას, ასე თამამად იმიტომ ვსაუბრობ რომ შენი ძრავი ატმოსფერულია და თავისუფლად იტანს ასეთ ცვლილებებს, ტურბირებული რომ იყოს მაშინ ცოტა სხვა თემა იქნებოდა. მოკლედ ჩემი ხმა LIQUI MOLY -ს, მხოლოდ ავლაბრის მეტროს უკან რომაა მანდ ან ძაველი ავტობაზრობის გვერდით რომ არის მხოლოდ მაგ მაღაზიებში. ხო კიდევ თუ ზეთი 5K შემდეგ დაკლებას იწყებს სრულიად ნორმალურია, პახოდუ ზეთის ჩასხმის დროს ზეთი უნდა ჩაისხას მაქსიმუმამდე და გამოცვლამდე მინიმუმზე რომ დავიდეს ნორმალურია.
Donzviohttp://vwts.ru/electro/alarm/can-(m)g-vw-g...l.window-02.pdf და
http://vwts.ru/electro/alarm/820x-(m)g-vw-...fl+,tl+)-98.pdf ამას გადახედე ორიგინალი სიგნალიზაციების სქემაა მეტი ვერ ვნახე სხვდასხვა წლებში სხვადასხვა მოდელის სიგნალიზაციები დგებოდა მანქანებზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვი სამწუხაროდ.
levvaniდიაგნოსტიკა გაუკეთე? თუ კი და არაფერს არ აგდებს ელექტრონულს მაშინ, შენთან ცოტა რთულადაა საქმე როგორც წესი ტიპტრონიკის და ჩვეულებრივი ავტომატის კარობკებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, ტიპტრონიკიანი კარობკა მეტად გამძლეა, სამწუხაროდ ერთი ვარიანტი გაქვს დარჩენილი უნდა ნახო მუშობს თუ არა ჰიდრო ბლოკი ეგრეთწოდებული ტვინი, სამუშაო საკმაოდ მოცულობითია და ბევრი არ კიდებს ხელს თუ მოკიდებს დიდ ფულს ითხოვენ მაგრამ გარანტიას არაფერზე არ იძლევიან, მოკლედ მივყვეთ რა უნდა გააკეთო, პირველრიგში კარობკას უნდა გაუკეთო დიაგნოსტიკა თუ ელექტრონული დაზიანებაა სოლენოიდი არ მუშაობს რომელიმე ან შლეიფის დაჩიკს აქვს პრობლემა მაგას გამოცვლი, გამოცვლა ხდება ასე ზეთს ჩამოუშვებ კარობკიდან მერე უნდა მოიხსნას ტვინი, ჩვეულებრივი 4 სიჩქარიანი კარობკისგან განსხვავებით ეს ტვინი დაბლიდან არ დგას არამედ კარობკის წინა მხრიდან დგას რომ ახდე კაპოტს და ჩახედავ დაინახავ კარტერს აი მანდ დგას ეგ ტვინი, მოხსნა ზოგადად არაა პრობლემა დაყენება ბევრად რთულია თუ შეცდომით დააყენებ მანქანა მხოლოდ ზადნით ივლის

მოკლედ პატარა ეშმაკობაა საჟირო მოძრავი პალეცია და ის უნდა ჩასვა თავის ადგილზე

და ეგაა ეს რაც შეეხება ელექტრონული დეტალების გამოცვლას, თუ ელექტრონული დაზიანება არაა და მხოლოდ ტვინის ბრალია უნდა კარგად გაირეცხოს ეს ტვინუ ბენზინში ზეთის მაგისტრალებში უნდა კოპრესორით მოშნი ჰაერის ნაკადი გაატარო დააყენო და უნდა იმუშაოს თუ არც მაგის ბრალი არაა ესეიგი მექანიკური დაზიანება არის და უფრო დიდ შარში ხარ

აი ეს ყველაფერი რაც ჩამოგითვალე იმხელა დროს ენერგია და მაყუთს მოითხოვს რომ, მაგალიტად მარტო ტვინი რომ მოგიხსნან და დგიყენონ 150-200 ლარის ამბავია იქ სოლენოიდი შეიძლება ვერ იშოვნო უნდა გამოწერო მთლიანი კომპლექტი სადღაც 100-150 დოლარის ამბავი ეგაა მერე ან იმუშავებს დიდი ხანი ან არა, მე შენს ადგილზე შევეშვებოდი და ვივლიდი იქამდე სანამ მთლიანად არ დაენძრეოდა კარობკას, რომ დაენძრევა ან მთლიანს გამოცვლი ან გაამექანიკებ და ეგაა

ეს ყველაფერი რაც დაგიწერე საკუტარი ხელით მაქვს გაკეთებული მაგრამ შედეგი ვერ მივიღე და გავანებე თავი, ანალოგიურად და უფრო რთულად არის საქმე 4 სიჩქარიან ავტომატებზე, ხო კიდევ არავინ მოგატყუოს პასატის ტიპტრონიკი სხვა როჯაა და განსხვავებაც დიდია თუ ვიინმემ გითხრა რომ 50 ლარად მოვხსნიო ტვინსო ჩათAვლე რომ წარმოდგენა არ აქვს რა საქმეს კიდეს ხელს. წარმატებები თუ რაიმე გამომრჩა და კიდევ გაგიჩნდა კითხვა შევეცდები ურო დეტალურად აგიხსნა რა და როგორ.
emzukსაქართველოშო არსად უფროსწორედ ვერსად თუ დაშლილებში არ წააწყდი დალშე კიდევ ჩამოტანა და მისი ჯანი
This post has been edited by datosepar on 10 Sep 2013, 11:20