
მოკლედ ძმებო გადაწყდა 19 ოქტომბერს ნატახტარის აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე ვატარებთ დრაგს მხოლოდ VW მარკის ავტომობილებისათვის, მონაწილეობის გადასახდელი ჩისტა სიმბოლურია 5 ლარი

ესეც იმიტომ რომ გამარჯვებულებისთვის მედლები და სიგელები ვიყიდოთ. ყველას გთხოვთ შემოგვიერთდეთ, ეს იქნება ჩვენი შიდა საკაიფო ღონისძიება.
რაც შეეხება კლასებს, საკმარისია 2 დან 4 მანქანამდე მოგროვდეს კლასში, რომც არ მოგროვდეს მაინც კარგად გავერთობით, მაშ ასე კლასები იქნება შემდეგნაირად, (სავარაუდო მონახაზია )
A კლასი 1.0-1.4
B კლასი 1,6
C კლასი 1.8-2.0
D კლასი 1,8 ტურბირებული
E კლასი 2,8
F კლასი აბსოლუტი ყველას ვისაც დილიხორი აქვს.
ხო კინაღამ დამავიწყდა გაზიან მანქანებს და ავტომატებს რაღაცნაირად დავალაგებთ, გააჩნია რამდენი იქნებიან
ვიკრიბებით 19 ოქტომბერს შაბათს დილით, გარცხილი გაწკრიალებული მანქანებით და ერთად, ერთიანი კოლონით გავდივართ, შეჯიბრის ადგილამდე, იქნება ბევრი ფოტოები, (ბიჭებს უნდოდათ მანქანების ფოტოსესიის გაკეთება) გავერთობით მაგრა, სხვა რაღაც რაღაცეებიც იგეგმება და ინფოს მოგაწვდით რამოდენიმე დღეში სრულად ჩამოყალიბებულს.
თუ ვინმეს რაიმე იდეა აქვს გამოუშვით ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, ვისაც შეჯიბრში არ უნდა მონაწილეობის მიღება ისე წამოსვლაც მოსულა, სურათებისთვის და საერთოდ გასართობად, აბა ვნახოთ რამდენი შევიკრიბებით და იმის მიხედვით დავგეგმავთ სამომავლო ღონისძიებებს, შემდეგ წამოვა კარტინგების შეჯიბრი, ბილიარდი, მაგიდის ტენისი და ა.შ. მოკლედ წინ დიდი გეგმები გვაქვს.
ხო კიდევ შაბათობით ასტრა პარკთან დიღომში ვიკრიბეით, სანამ ღონისძიება იქნება მანადე მსურველებს ვისაც უნდა გამოაიროს და გაგვიცნოს იქ ვართ
საღამოს დავაგვირგვინოთ კაი სმა ჭამით ღვინო მწვადი რამე რუმე

იყოს ამ გვერდზეც