შენ ადრეც დაწერე ეგ და ისე გამოვიდა რომ სულ სხვა რამ ჩაგისხია, ვიდრე ეკუთვნოდა შენს მანქანას.
Elendill2 წლის წინ ჩავასხი კარობკაში. გავიარე დაახლოებით 20K და დღესაც თაფლივით ფერი აქვს ისეა. მექანიკა არის ჩემი. არანაირი პრობლემა არა მაქვს კარობკასთან დაკავშირებით. მეორე მანქანაში, ავტომატიკა, იმაშიც მოტული ჩავასხი მულტი ATF და ბევრი არა მაქვს გავლილი, მაგრამ უკმაყოფილო ჯერ არა ვარ მაგითი
* * *
სპონტანურად გადაწყდა სუბარუს მფლობელებისთვის შეკრება !!!კვირას 2 საათზე ვიკრიბებით ლისის ტბის უკან, მოვდივართ ყველანი ავტომობილებით და შეძლებისდაგვარად ყველას გვყავს გარეცხილი და მოწესრიგებული. ავტომობილები განლაგდებიან ლამაზად და კოხტად ისე, რომ ყველას მიეცეს ადვილად დათვალიერების საშუალება. ავტომობილების გარდა სასურველია ოჯახებით მობრძანდეთ და სუფთა ჰაერზე გამოასეირნოთ ბავშვები

სანამ დღის შუქი იქნება ( 6 საათამდე ) შეკრების და ფონური მუსიკის პარალელურად ჩატარდება რამოდენიმე გასართობი გათAმაშებები:
1) ვიქტორინა - მონაწილეობას მიიღEბს ნებისმიერი მსურველი
2) წყვილთა რბოლა - მონაწილეობას მიიღEბენ მხოლოდ წყვილები (გოგო + ბიჭი)
3) ფიგურკა - მონაწილეობას მიიღებენ ქალბატონები და გამოვლინდება საუკეთესო ქალი მძღოლი რომელსაც მოუწევს მექანიკა ავტომობილის მართვა
4) ქალების სიმპატია ავტო - კენჭისყრით გამოვლინდება საუკეთEსო სუბარუ, სადაც მხოლოდ ქალბატონები მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას
ზუსტ წესებს ადგილზე გაგაცნობთ მანამდე რომ არ ივარჯიშოთ

მოსაღAმოვებისას 6 საათისთვის დაიწყება ზევით ხსენებული გათAმაშებების გამარჯვებულთA დაჯილდოვება სიგელებით და სხვადასხვა სახალისო პრიზებით, რომელიც დაგვირგვინდება ფეირვერკით

დაჯილდოვების შემდგომ უკვე მუსიკალურ განყოფილებას გახსნის რამოდენიმე ქართველი თქვენთვის კარგად ცნობილი შემსრულებელი, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთვებიან დიჯეები და სანამ არ გავიყინებით და ქანცი არ გაგვძვრება ვიქნებით და ვითუხთუხებთ
ამ რუკაზე მწვანე ხაზით მინიშნებულია ამ ადგილამდე მისასვლელი გზა დაბალპადვესკიანი მანქანებისთვის, ხოლო წითელი ხაზით უფრო გაბედული მძღოლებისთვის. წითელი ხაზი იწყება სკოლა "მწიგნობართუხუცესის" გადმოსწვრივ, ხოლო მწვანე ხაზი იწყება იპოდრომის კუთხიდან

ვისაც რისი საშუალება აქვს იმდენი დადოს. თანხა გროვდება საქართველოს ბანკის ანგარიშზე:
GE28BG0000000496834500GEL , ან/და საქართველოს ბანკის ექსპრესაპარატით ჩარიცხეთ პირადი ნომერზე -
01010010840 (კ.ბერიკელაშვილი) და შემდგომ აირჩიეთ ანგარიში GOLD. მთლიანად ეს ფინანსები მოხმარდება აპარატურის, განათEბის, დვიჟოკების და სხვადასხვა საორგანიზაიო ხარჯებს.
სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე
http://mysubaru.ge/forum/index.php?showtopic=13504&st=0მობრძანდით, გელით !
სხვებისთვის სიკეთის იძულებით თავზე მოხვევა - არის ბოროტება.
ყველა ადამიანის სული უკვდავია, მაგრამ მართალი ადამიანის სული, უკვდავიცაა და ღვთაებრივიც ..
"მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ" - ჩესტერფილდი