გამარჯობათ. მოკლედ მეც შემოგიერთდით ჩემი ცრვთი.
ჩამომივიდა როგორც იქნა იაპონიიდან.

მარა რაღაც ძაან ბევრს მიწვავს მემგონი. 10ლიტრამ ქალაქში 65-70 კილომეტრი გამატარა. ნორმალურია?
ავტომატია 98წლიანი. გაზზე კი ვაპირებ გადაყვანას მარა სანამ გადავიყვან.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რულის ზემოთ გასაღების ჩასარჭობივით რომ აქვს ეგ რისია? ხიდების პონტი ხომ არაა რამის?
აუ და კიდევ ერთი ამ D3 და D4 შორის რა განსხვავებაა სიჩქარეებში? რომლით ვიარო დავიბენი.

ცოტა ბევრი კითხვები მომივიდა მარა იმედია ცოტას მაინც გამარკვევთ. მე კიდე ვეცდები აქტიურად შემოგიერთდეთ. დიდი ხანია ამ თემას ვადევნებ თვალყურს და მომწონს აქაური სიტყუაცია.
* * *
კიდევ ერთი რამ მაფიქრებს ცხელ მატორზე მატორს რომ გამოვრთავ წკაპ წკაპ წკაპ ასე წკაპუნობს გამორთულზე
ერთმა მითხრა მემგონი ტალკატელების ხმააო და შეილება რომ ეგ იყოს? ვანახო მატორისტს?
This post has been edited by Harira on 16 Nov 2013, 21:33
მას არავითარი შანსი არ აქვს - განაცხადა გარემოებამ; ის წარუმატებელია - დაიყვირა ხალხმა; მას ყველაფერი გამოუვა - ღმერთმა მშვიდად თქვა...