ფეჩი თU ჩართე პირდაპირი დაბერვა - კატასროფაა. ვერ ხურავ ვერაფერს. მგონი ერთადერთI მანქანაა პლანეტაზე რომელსაც არ შეგიძლია ერთერთი დასაბერი დაუხურო.
სკამები აქვს საშინელი. იმდენად საშინელი რომ დაჟე შეცვლაზე ვფიქრობ.
ხმის იზოლაცია ვიტზს ჯობია, მაგრამ....
(ჩემსას უკან დინამიკები აქვს)
---
გამძლეობას რაც შეეხება:
ჩემი ვიყიდე 100K გარბენით. ახლა აქვს 160K. 1.2იანია.
კარობკაში ზეთი არ შემიცვლია და მგონი უკვე შესაცვლელია. ასევე მგონი შესაცვლელია რომელიღაცა ცაპკის პაჩებნიკი (ხოდზე ისეთI ხმა აქვს რომ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მგონია თავი).
ყოლის პერიოდში:
1. შევცვალე ე.წ. რაზვალნი ვტულკები - ვითომ ორიგინალებით. ზუსტად 1 თვეში ისევ მომიწია შეცვლა და წითელი პოლეურითანით ჩავაპრესინე. იმის მერე დავივიწყე

2. ძრავმა დაიწყო ადუღება. ეშველა 200 ლარად და 24 საათში სანზონაში ლუკოილთან. ფაქტია რომ პრაკლატკას წყალში CO გადაქონდა, მაგრამ ნუ რა უქნეს არ ვიცი, ფაქტია რომ ფანტასტიურად მუშაობს. გაკეთების მერე 20K-ზე მეტი გავიარე.
3. შევცვალე თერმოსტატი - გვიან თბებოდა. დამიჯდა 15 ლარი სულ. რაც ეყენა აშკარად შეჭმული იყო. ახლა უცებ თბება.
გარდა ამისა ერთხელ შევცვალე ხუნდები წინ და "დავაშლიფოვკე" აპორნები. ზეთს ვასხავ იტა-ში, FEB 5-40, როგორც წესი 7-11 ათასში ერთხელ. ბენზინი გალფის ევრო რეგულარი ან პრემიუმი (რომელთანაც მომიწევს გაჩერება).
დღეის მდგომარეობით: მოვიცლი თუ არა უნდა შევცვალო ზეთი კოლოფში და გავიგო რისი ხმაა ის ზმუილ/წუილი (მაინც ცაპკა მგონია).
საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მაქანით. არ მეგონა თუ ასეთი კაი ტიპი იქნებოდა
This post has been edited by GrigolS on 10 Dec 2013, 22:22