ქარხნული მანქანის შესწავლით უნდა დაიწყო... ანუ როგორ მუშაობს ზოგადად მანქანა. ძრავი, სენსორები. რა რას აკეთებს და რატო. როგორი თანმიმდევრობით მუშაობს ზაჟიგანია. სმესი. თითქოს ძალიან მარტივია მაგრამ დარწმუნებული ვარ 90%-მა არ იცის როგორ იქოქება მანქანა, რა პრინციპით, რას უყურებს კომპი და ა.შ.

. მოკლედ ზოგადად მანქანა უნდა იცოდე ძალიან კარგად..
მერე წვრილმანდები ნელა.
ტუნინგი ზოგადად გათვლაა.. ტექნიკურადაც და პროგრამულადაც..
კარგად უნდა იცოდე როგორ იქცევა სხვადასხვა ინჟექტორი, რომელი გჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია და აქ რატომღაც ძაან მარტივად არჩევენ. მარტო Fლოუ არაა. ნასტროიკაზე უნდა იცოდე სხვადასხვა სმესზე და ზაჟიგანიაზე როგორ იქცევა ძრავი. როგორ აბალანსირო ერთმანეთით. დალშე საწვავი, კომპრესია, კუმშვა. ძალიან ბევრი რაღაცაა..

მარა ცოდნის მიღებას დრო ჭირდება..
ეხლა რაც ვიცი ამასთან შედარებით წინა წელს მეათედი არ ვიცოდი

ასე იქნება შემდეგ წელსაც. მარა როგორი პონტია იცი, ცოდნა არის წვრილმანები რა. შეიძლება დისერტაცია ვერ დავიცვა რომელიმე კონკრეტულ თემაზე მარა ზოგადად იმდენი რაღაც ვიცი, მჭირდება თუ არა არც ვიცი

. სათითაოდ ვერ ჩამოგითვლი რა ვიცი, მაგრამ ეს წვრილმანები საერთო ჯამში დიდ ცოდნად ჩამოყალიბდება და გამსხვილმანდება )))). მოკლედ ესეა რა
This post has been edited by Piani Master on 13 Oct 2013, 23:48