სალამი ფორუმელებს, ჯერჯერობით არ მაქვს ბედნიერება თქვენს გუნდ შემოვუერთდე, მაგრამ იმედი მაქვს ამას მალე გამოვასწორებ smile.gif ამისათვის კი თქვენი გამოცდილი რჩევა მჭირდება.............
გადავწყვიტე ოჯახისთვის შევიძინო ამერიკაში HONDA CR-V III 2007-2008 წლის LX მოდელი. როგორც ყველა ქართველი ვცდილობ ეს ყველაფერი ზომიერ ფასებში გამომივიდეს, ამიტომაც მინდა ვიპოვო "ცოტათი მირტყმული" ვერსია რომლის საქართელოში აღდგენა დიდ ფულს და ნერვების არ წამართმევს ...... შეიძლება ბევრმა იფიქროს ამას რა კარგი რამე მოუნდომებიაო, მაგრამ არა მგონია სხვას ჩემს ადგილას ანალოგიური არ ეფიქროს smile.gif smile.gif მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო იქნებ ვინმემ ღვთისნიერმა ამიხსნას როგორი მოდელია ჩემი ნანატრი მანქანა, როგორია ჩვენს რეალობაში: წვა, ნაწილობის შოვნის სირთულე, რამდენად გამძლეა ჩვენს გზებზე და რამდენად ხშირად მომიწევს პროფილაკტიკაში სირბილი, არ გამოვრიცხავ მისი გაზზე გადაყვანასაც და რამდენად თავსებადია ეს "ჩვენი მე-4 თაობის გაზის სისტემა" ამ მოდელთან............ და ყველაზე მთავარი: რამდენში შევძლებ მის შეძენას ადგილზე ამერიკაში .... მოკლედ ყველანაირი წვრილმანი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მადლობა წინასწარ