ეს მიპასუხა ამბოლმა ფეისბუქზე მივწერე ფასები, რომ გამეგო 2 დღის წინ დავაყენე ზუსტად Night breaker plus - 16 ლარიანი პროსტა 25 ლარი ღირდა თითო unlimited-ი და ამდენი ვეღარ გავიმეტე ნათურებში მითუმეტეს რო ფარის პლასმასი გაბზარული მაქ და წყალს აპარებს ცოტ-ცოტას
16 ლარიანით კმაყოფილი ვარ ნათების მხრივ კარგი გამოდგა ეხლა გამძლეობას დავაკვირდები

H4 ტიპის ნათურა გვაქვს გერმანული ოსრამის ფირმის, საუკეთესო ხარისხის ნათურები. არის რამოდენიმე სიმძლავრის და ნათების. შესაბამისად განსხვავდება ფასიც. ყველაზე იაფია ჩვეულებრივი Halogen - 7 ლარი ღირს აქციის ფარგლებში.
Silverstar - 13 ლარი.
Cool blue intence 4200K - 14 ლარი, აქვს მოთეთრო ნათება.
Cool blue hyper 5000K - 16 ლარი, ქსენონთან მიახლოებული ნათებით, თითქმის თეთრი.
Night breaker plus - 16 ლარი. ძალიან მძლავრი ნათურაა. აქვს 90% მეტი ნათება (ჩვეულებრივ ჰალოგენთან შედარებით), 10% უფრო თეთრია და დაახლ. 35 მეტრით გრძელი სინათლის სხივი აქვს. თავად ოსრამის ნათურებთან შედარებით მუშაობის გაორმაგებული რესურსით.
და Night breaker unlimited - ესაა ყვეელაზე ძლიერი ნათურა მსოფლიოში! აქვს 110%-ით მეტი ნათება, ჩვეულებრივ ჰალოგენთან შედარებით, 20% უფრო თეთრად ანათებს და 40 მეტრამდე გრძელი სინათლის სხივი აქვს.