angelozistvalebaდაშლილებში უნდა ნახო ეგ
597 770988 ანზორი დაურეკე აბა გ-ებს და H-ებს შლის შეიძლება ჰქონდეს. თუ არადა, ელიავა-ისანის მოვლა მოგიწევს ალბათ.
GunsNარაფრის
gelbasa არ შეიძლება, სასტიკად არ შეიძლება სხვადასხვა მწარმოებლების ზეთების შერევა. ნუ თუ ძრავის მოფრთხილება გინდათ, თორემ თუ "აი დარდი" მიდგომაა მანქანისადმი და "მე უნდა ვიხმარო" მაშინ ნოუ პრობლემ
რეალურად, მანქანში რომ ასხამთ სიტყვაზე 10-40-ს, ერთი თვის მუშაობის მერე ის ზეთი უკვე 10-40 აღარაა

რეალურად რაა მაგის დასადგენად ლაბ. ტესტია საჭირო.
სხვადასხვა ზეთს, განსაკუთრებით სხვადასხვა მწარმოებლებში აქვს სხვადასხვა ფორმულა, სხვადასხვა მინარევები. ამიტომ სასტიკად არ შეიძლება სხვადასხვა მწარმოებლების ზეთების შერევა, მიუხედავად სიბლანტის მაჩვენებლისა.
ზეთების შერევა დასაშვებია ისეთ დროს, როცა ქიმიური შემადგენლობა მსგავსია. ეს კი 99% ერთი მწარმოებლის პროდუქციაშI თუ მოხდება. ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა ტექნიკური დოკუმენტაცია წაიკითხოთ და დარწმუნდეთ რომ მსგავსი შემადგენლობაა.
მაქედან გამომდინარე მსგავსი შემადგენლობის 5-30 და 10-40-ის შერევა შეიძლება მაგალითად, მაგრამ სხვადასხვა მწარმოებლის 10-40-ების შერევა არ შეიძლება.
საერთოდ, ზეთის ავკარგიანობა იმით არ განისაზღვრება ვიზუალურად როგორ გამოიყურება ზეთი (5-30-ზე რომ მეუბნებოდა ერთი "ხელოსანი" გაწყალებულია ზეთიო

).
ძრავის მუშაობისას არ უნდა დაირღვეს ზეთის "აპკი" ძრავის დეტალებზე. როცა ზეთი ფუჭდება, ირღვევა მისი ქიმიური ფორმულა, ზეთი ვეღარ უზრუნველყოფს დამცავი "კანის" სიმთელეს ძრავის ნაწილების ზედაპირზე.
როცა სხვადასხვა მწარმოებლის ზეთებს ურევთ, რეალურად მაგრად გადარჩებით თუ ზეთის ფორმულა გადარჩება. თუ გადარჩა, ზეთს ავტომატურად უბიძგებთ გაფუჭებისაკენ.
მოკლედ, თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ ძრავის მოფრთხილება თუ გინდათ, სხვადასხვა ზეთები არ აურიოთ ერთმანეთში.
გარბენის მიხედვით არ შეარჩიოთ ზეთი, შეარჩიეთ მანქანის მანუალის მიხედვით (ეკოტეკებს ძირითადად ოპელის დაშვებიანი 5-30/40-ები უნდათ).
თ უკვე აურიეთ ზეთები, წესით და რიგით, სასწრაფოდ უნდა მთლიანად შეცვალოთ ძრავში ზეთი.