ამასწინათ იბეიზე შემთხვევით ძალიან იაფად ხელში ჩამივარდა ასტრა G-ს ქარხნული ორიგინალი Hella-ს ქსენონის ფარები
რომ ჩამოვიდა, თითქმის ყველაფერი მოყვა, გარდა ქსენონის D2S ნათურებისა და შტეკერებისა. ბალასტერი, ნათურის ბლოკები, დალნის ნათურები და პავაროტნიკის ნათურები ყველაფეირ ადგილზე იყო.
მგზავრის მხარის ფარი ცოტა ცუდ მდგომარეობაში იყო, პლასტმასი დანისლული და დაკენჭილი, შიგნით ლინზა კი ყანყალებდა.
ლინზა ადვილად გავასწორე, აღმოჩნდა, რომ ელექტრო-მატორი არ იჯდა სამაგრში კარგად და ლინზაც არ ეჭირა. ფარი კი ჩვენს ფორუმელს, avtoservisi-ს დავაპალიროვკებინე, ახალივით გახდა.
კიდევ ერთი პრობლემა იყო ის, რომ ფარები იყო ქარავანის, ანუ შიდა ჩარჩო ჰქონდა მონიკელებული.
აი ასეთი იყო:

კუპის და 2003 წლის ზემოთ მანქანების ფარები როგორც იცით შავი ჩარჩოთია და ძალიან ეფექტურ "ვიდს" აძლევს, როგორც მანქანას, ისე ფარს. დავშალე ფარები, მალიარკის ინსტრუქტაჟი შოთასთან გავიარე და შევღებე ჩარჩოები. ქარხნული ფარი პრიალა შავითაა შეღებილი, მე "მატოვი" შავი გამოვიყენე და მგონი რომ უფრო მოუხდა.
ესეც საბოლოო შედეგი - Shark Eyes



ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა არც მეგონა
ახლა D2S ნათურებს ველოდები, რომლებიც გამოწერილი მაქვს და მერე დავაყენებ უკვე.
შტეკერები კორსასი მიდის, ცოტა გადაკეთებით.
+ დალნებში Osram Cool Blue Intense დავაყენე, ყვითელი ფერი რომ არ ჰქონდეს და ზენონს მიუახლოვდეს.
ჰო ნუ გაბარიტებში LED-ები.
This post has been edited by Power_VANO on 24 Feb 2014, 02:05
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.