Lexვაკეში დავინახე რამოდენიმე დღის წინ პრობკაში ერთად ვიდექით შენი მეუღლე იყო ალბათ საღამოს.
მოგესალმებით ყველაზე კაი კლუბს და კაი ხალხს.
გუშინ ვიყავი ფოთში ჩამოსაყვანად. ღამის მატარებელს გავყევი და დილით ჩავედით ურეკში, იქიდან უსაშინლესი ტაქსით გადავედით ფოთში, ვლოცულობდი ოღონდ ეხლა არ გაუსკდეს პაკრიშკა და არ ამოვყირავდეთ თქო. ფეჩი ჩართე ხელებს ვეღარ ვგრძნობ თქო და ჩართულია ჩართული პროსტა ცოტა ძველი მანქანაა ეპარება სიცივეო მეღადავებოდა. დაახლოებით 6 ზე ვიყავი ტერმინალში უკვე და პატივცემულ ქარექსპრესს გამწვანებული არ ქონდა ჩემი მანქანა, შესაბამისად მომიწია ლოდინი 1 საათი სანამ მოვიდა ქარექსპრესის თანამშრომელი და გამიმწვანა. (დავიკიდე და დაურეკე დილით 6 საათზე იმიტომ რომ თანხა გადავიხადე დროზე, ცოტა ზედმეტიც და მემგონი რო ვიმსახურებდი იმას რომ იმ სიცივეში ძუძუები არ გამყინვოდა და მანქანის ლოდინში არ ჩამძინებოდა) რო მოვიდა ბანკში 122 ლარი რომ გადავიხადე კაკრაზ მოუწია 8ის ნახევარი და ამ დროს უკვე სმენა იცვლებოდა მუშების, იქაც მომიწია 45 წუთი ლოდინი და ბოლოს როგორც იქნა ვეღირსე მანქანას.
როგორც კი შევედი ტერმინალზე, მიუხედავად იმისა რომ მაგრა ციოდა (ეს რა ქარი ცოდნია ფოთში მანქანას ვერ ვიჭერდი ტრასაზე) მაინც დეტალურად დავათვალიერე ყველაფერი, და სურათებიც გადავუღე იქვე.
ერთადერთი სუ წინა სარკე კრილოზე რომ აყენია და მაღლა კრიშაზე რომ აქვს ანტენა ის იყო მოხსნილი დანარჩენი ყველაფერი მწყობრში იყო, ვერ ვიტყვი რამე დაიკარგა ან მოიპარეს თქო ერთადერთი წინა პატარა სარკის მისამაგრებელი კრილოზე, 2 ბოლტით მაგრდება და 1 ეკეთა ზედ. ვერც იმას ვიტყვი ნაკაწრები ქონდა თქო, აი იდეალურ მდგომარეობაში იყო გარედან ერთადერთი ოდნავ უკანა შიტოკზე წერტილი ქონდა შავი. დაქოქვით რათქმაუნდა ვერ დაიქოქა და ვაბშე ზამოკიც გადაწეული იყო დატოვებული და რაც კი რამე არსებობდა ყველაფერი ჩართული იყო. დამაქოქინეს მანქანა და 5 წუთში გამოვედი იქიდან. ხადავოი ცოტა კაკუნობს სავრაუდოდ ბალკის რეზინებში მოძრაობს და მაგის ხმა არი დანარჩენი საერთოდ არაფერს ვუჩივი დადის ბულკივით და კანფეტივით, კაროპკის მუშაობამ გამაკვირვა ისე რთავს არც ხმა ისმის და არც იგრძნობა.
ტერმინალში კომპიუტერი იდგა და დილის 6 საათზე შემოვედი თქვენი მოწერილი რომ მენახა საწვავთან დაკავშირებით რომ გკითხეთ და მინდა ავღნიშნო რომ ძალიან დამეხმარეთ. თქვენი რჩევით ჩავასხი ვისოლში ევრორეგულარი 100 ლარის დაახლოებით 46 ლიტრი იყო, მანამდე ბაკში წვეთი არ იდგა ისარი ვაბშე მოღუნული იყო.
ქუთაისში საჭმელად გავჩერდით და აქ ერთი სამწუხარო ფაქტი შემემთხვა. ჩავაქრე მანქანა და 2 წუთშI დაქოქვა მინდოდა მაგრამ ვაბშე რეაქცია არ ქონდა აკუ მკვდარი იყო. დავქოქეთ პერემიჩკებით და იმის მერე თბილისამდე მანქანა არ ჩამიქრია. აქ რომ ჩამოვედი ვიყიდე პირველ რიგში აკუ 130 ლარად 45 ამპერიანი ისანში ბაზრობაზე 12 თვიანი გარანტიით და 3 თვეში ერთხელ მოდი და შეგიმოწმებთო ეს სავალდებულოა წინააღმდეგ შემთხვევაში გარანტია უქმდებაო. თეგეტაშიც შევიარე და რადგან კვირა იყო არ მუშაობდნენ და საერთოდ ეს ლოგიკა არ მესმის რა ხალხი ორშაბათიდან პარასკევამდე მუშაობს და მანქანებზე პრობლემა თუ აქვთ შაბათ კვირას იცლიან და არ შეილება კვირის მაგივრად შუა კვირაში მაგალითად ოთხშაბათს დაისვენონ ხელოსნებმა? მინდოდა რომ თეგეტაში მეყიდა მარა პერემიჩკებით სირბილისთვის არ მეცალა დღეს. მოკლედ მანქანა არი საუკეთესო მდგომარეობაში ძალიან სუფთა და ძალიან სვეჟი, გლუშიტელი აქ ჟანგიანი დალშე მგელია. სათადარიგო საბურავი ვაბშე უხმარია შიპები აქვს კიდევ.
გასაკეთებელი მაქ
1. მაგინტაფონი, რომელიც გამოწერილი მაქვს უკვე, უბრალოდ შტეკერები არ დაემთხვა, მაგინტაფონს კი მოყვა თავის შტეკერი მარა რავიცი
2. ხადავოიში რაღაც ხმაურები უნდა აღმოიფხვრას.
3. ცალი ფარი უფრო ბუნდოვანი და მუქი აქვს მარცხენა მხარე სურათებშიც ჩანს მეტ ნაკლებად, და მარჯვენა ტუმანიკი არ ანთებს ნათურა არი სავარაუდოდ დამწვარი.
ყიდვა მინდა:
1,დისკები+ საბურავები
2. ცენტრალური საკეტი კი აქვს მარა პულტი არ აქვს და მინდა რო ეს კომფორტიც შევუქმნა ჩემ თავს +სიგნალიზაცია

განბაჟებაც დღესვე გავაკეთე განვადებით, 1950 ლარი დაჯდა .
მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა მთელ კლუბს, გადამწყვეტი ფაქტორი ამ მანქანის ყიდვისას თქვენი პოსტები იყო, აღწერებიც და ურთიერთდამოკიდებულებაც ძალიან მომწონდა

დღეიდან თქვენთან მიგულეთ.







This post has been edited by x_clubber on 30 Dec 2013, 23:22