მეგობრებო, დღეს გაზი დავაყენე.
პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ მართლა საგრძნობი ეკონომია არის და სხვა უფრო მნიშვნელოვანი ალტერნატიული დანახარჯი შეილება ქონდეს დაზოგილ პოტენციურ ბენზინში გადაყრილ ფულს.
მოკლედ იდეაში მქონდა მე3 თაობა დამეყენებინა 16 კუბიანი ბალონით, ხელობიანად ჯდებოდა 1100 ლარი ალბათ +სვეჩები რამე წვრილმანები მოკლედ საორიენტაციო თანხა ეგ იყო.
მოკლედ ჩვენი ძმა და მეგობარის რჩევით რომელსაც გუშინ არანაკლებ ნახევარი საათი ველაპარაკე ტელეფონზე,
xaligari გადავწყვიტე დამეყენებინა მეოთხე თაობა გრინფოვერში.
რიგში ჩაწერა ძაან მარტივად მოხდა, საიტზე კი უწერიათ 2 დღით ადრე დარეკეთ და ჩაეწერეთო მაგრამ ვთხოვე მეჩქარება სხვა დროს აღარ მეცლება თქო და კარგი ვთხოვ ბიჭებსო, ლევანი ქვია ვისაც ველაპარაკე ყურადღებიანი ბიჭია, რამოდენიმეჯერ ველაპარაკე დაყენების დროს და მერეც. მივედი დღეს დილით 12ის ნახევარზე, სანამ მანქანა დავათვალიერეთ რამე გახდა 12 საათი და დავიწყეთ დაყენება.
ძალიან სუფთად მუშაობენ კაი ტიპები არიან და კითხვები არ აღიზიანებთ რაც მთავარია, გპასუხობენ მშვიდად და დამაჯერებლად, უაზრო და შუშის თვალებით არ გიყურებენ სხვა ხელოსნებივით, აპარატურა გავმართეთ და ბალონიც მალევე დავაყენეთ, უნდა ავღნიშნო ყველაფერი ძალიან აკურატულად და კარგად გააკეთეს, არანაირი აჩხლართული კაბელები და ატეესი არ არის კაპოტში, დრელითაც ფრთხილად მუშაობდნენ. წავედი იქვე ვისოლში გავაზაპრავკე ზუსტად 13 კუბი (ბალონი 13 იანი დავაყენე ჩინური ოღონდ) რო მოვედი ყველაფერი თავიდან ბოლომდე შეამოწმეს სისტემას ხო არ ეპარებოდა რამე, ქაფით და ერთ ადგილზე ძაან ოდნავ ბერავდა ბუშტს ბალონთან დასატენი სადაც არი, დამიშალეს და თავიდან გაუკეთეს იდეალურად, მოკლედ მოიხოდა. ამის მერე დავჯექით მანქანაში შეაერთა ნასტროიკაზე და ვიარეთ.
გაწევა მოაკლდა სუ ოდნავ იმდენად შეუმჩნევლად რო ამაზე ვერც დავიწუწუნებ გაწევა აღარ ააქვს და მოკვდა თქო.
მოკლედ გავაკეთეთ ყველაფერი, ორშაბათამდე იარეო და მოდი რასაც შეატყობ გვითხარი გავაკეთებთო.
ერთადერთი პრობლემა რაც ააქვს ეს არი ადგილიდან სუუ ოდნავ გუდავს აი ძალიან ოდნავ.
და სვეჩები რაც ეყენა ისევ ის აყენია, ხელიც არ გვიხლია, ზაზორი რომ გაუსინჯა 1.1 არიო და მაინც კარგად მუშაობსო, მაგარ ხოდზეა ბაბინა თორე ვერ გაუქაჩავდაო, და საერთოდ რაც დაშალა და ხელი მოკიდა ესეთი სუფთა არ მინახავს ცეერვე ეტყობა მაგრა უვლიდა იაპოშკაო, კაროპკაზეც რო დამიჯდა და ვიარეთ ძაან მაგრა რთავს აქ რაც მოყავთ ცეერვე თითქმის ყველაზე რაღაცნაირად იგრძნობა გადართვა გადმორთვაო.
მოკლედ მაგარი ყურადღებიანი და კარგი სასტავია, რესპექტ მაგათ და რეკომენდაციას ვუწევ ყველანაირად,
მთლიანობაში გადავიხადე 1440 ლარი, 13 კუბიანი კორეული ბალონით.
ვარიატორი, დამტენი ბაკში და ა.შ. არ დამიყენებია თანხებიდან გამომდინარე.
ერთადერთი რამაც დამტოვა უკმაყოფილო ეს არი მაღლა აწეული ბალონი მარა გრინფოვერი არაფერ შუაში არ არის, ფეხებზე რო არ შეეყენებინათ ზაპასკას ვერ ამოვიღებდი საბარგულიდან , ჩემსას შიგნით აქვს, ძაან უშნოდ არი და ეს ხვალე ქეჩას ვიყიდი რამეს და გავაფორმებ ბალონს საკაიფოდ

დალშე რავიცი შეკრებაზე მოვიყვან და შეაფასეთ.
ხო კიდევ დაქოქვა უეჭველი ბენზინზე იქნება და 40 გრადუსზე რო გაცხელდება მერე გადავა გაზზე ან აბაროტი უნდა ააცილო 2000ს და ირთვება ეგრევე.
მაღალ აბაროტებზე ბენზინი არ ჩავართვევინე და მივქარე, ახლა რო დავფიქრდი მირჩევნია ბენზინზე იყოს მაღლა იმიტო რო ხანდახან კრიტიკულ მომენტში წამის მეათედიც მნიშვნელოვანია და ამიტო მირჩევნია იყოს ბენზინი 4000 აბაროტიდან ზევით თან კლაპნებს შეიძლება შეექმნას პრობლემები ამ აბაროტზე გაზზე მუშაობისას და ორშაბათს აუცილებლად მოვაგვარებინებ ამას.
დანარჩენი რავიცი, ჩემზე კმაყოფილი კაცი არ მეგულება დღეს, 13 კუბი გავაზაპრავკე, გავიარე 70 კილომეტრი და 2 ნათურა კიდევ ანთია და წამიკითხავს ადრე, პირველი გაზაპრავკებით ცოტას გადისო და იმედია 130-140 ს თავისუფლად გავივლი.
და ყველაზე მთავარი, გაზზე ფეხის მიდგმა საერთოდ აღარ მერიდება და უხეშადაც ვექცევი აქსელერატორს,
ცხონებაა რა გაზი

ხოდა გარდა ამისა, გუშინ ვარკეთილში გავიარე ერთი 10 ბოქსი ვნახე სადაც აყენებენ მეოთხე თაობას და კაცმა არ იცის ვინები არიან, რამდენი ხანი ექნებათ ბოქსი გახსნილი, რა აპარატურას გიყენებენ როგორი გარანტიით და კაროჩე რააა და 1400 ლარზე ნაკლები არავინ არ მითხრა ძირითადად 1500 მეუბნებოდნენ და არ ჯობია აგერ ნორმალურად 2 წლიანი გარანტიით კარი customer service-თი დააყენო და იყო მშვიდად?
