ZAZ 
13 კუბიანი ჩინური ვიყიდე, ISO 9001 აქვს და საიმედო იქნება, ხარისხის ამ დონეს ისე ვერ აიღებდნენ, 2028 წლამდე შეიძლება ხმარება. ყველაზე იაფი ბალონი ეს არის და წონაც არ ააქვს მძიმე 58 კილო არის.
იტალიური ფაბერი არაადეკვატურად ძვირი მგონია, ეგენი ახლა უფრო ბრენდის კაპიტალს ყიდიან მემგონი

ისეთვე უსაფრთხოა როგორც დანარჩენი ხარისხის სტანდარტის სერთიფიკატის მქონე ბალონები უბრალოდ წონაშია ცოტა სხვაობა და ექსპლუატაციის ვადაში და მემგონი მაგ ბალონებს 15 წელზე მეტი არ იხმარს არავინ.
ჩემი ჩინურია, კორეული არ მიყიდია,
აი გრინფოვერის ფასები აქ ნახე:
http://greenpower.ge/product.htmlგანვადება უპროცენტოვო კი წერია მარა იქ რო მივედი და ფრაის ლისტს ჩავხედე აწერია რომ უპროცენტო განვადების შემთხვევაში ღირებულებას ემატება 150 ლარიო.
შენ შემთხვევაში 8 ცილინდრიან ძრავზე თუ დააყენებ 24 კუბიან ჩინურ ბალონს დაგიჯდება 2180 ლარი.
შენ შემთხვევაში არ ვიცი როგორ გიწევს სიარული, თუ ტრასაზე ჯობია გქონდეს 26-30 კუბი მაინც და თუ ქალაქში ხარ ეს 24 კუბიანი ჩინურიც უნდა გეყოს წესით. მეტი დიდი არ ააქვთ გრინ ფოვერში.
აი შედარებისთვის შეგილია ნახო
20 კუბიანი ჩინური ბალონი +8 ცილინდრიანზე აპარატურა ჯდება 2030 ლარი, ბალონის წონა 86 კილო
20 კუბიანი კორეული ბალონი +8 ცილინდრიანზე აპარატურა ჯდება 2205 ლარი, ბალონის წონა 99 კილო
20 კუბიანი იტალიური ბალონი +8 ცილინდრიანზე აპარატუდა ჯდება 2640 ლარი, ბალონის წონა 89 კილო.
ბალონის წონა ყველაზე მცირე ჩინურს ააქვს და სავარაუდოდ ეს იქნება იმის ხარჯზე რომ შუაში მასალა ალბათ მასიური რკინა არ არის, შემოხვეული აქვს კაპრონივით არის რაღაც მასალა ვერ დავაკვირდი კარგად.