პარასკევს ჩამომივიდა ტიიდა, ძალიან მაგარი მანქანაა

ესეიგი რა მომეწონა ამ მანქანაში:
სალონი ძალიან კომფორტული და ტევადი, უკან სკამებს გაწევ საბარგულის ხარჯზე და უდიდესი ადგილი რჩება.
კარგი ფარები აქვს, თუმცა რეგულირება სჭირდება, ნუ ჩემსაში ქსენონები აყენია, ავტომატური ჩართვა გამორთვით.
2 კამერა, ერთი უკანა და ერთი მარცხენა სარკეში (Blind Side), ასევე წინა-უკანა პარკინგ სენსორები.
დამატებითი გვერდითა ფარები (მოხვევისას შესაბამის მხარეს დამატებით რთავს ავტომატურად).
საუკეთესო წვა, 5.5 ლიტრი დამიწვა ბათუმი-თბილისის ტრასაზე (სოფელში შევლის ჩათვლით).
თითქმის სრული ინფორმაცია აქვს ბორტ კომპიუტერში (თუმცა იაპონურადაა და გამაწვალა თარგმნამ).
ძრავის მიუხედავად საუკეთესოდ დარბის, არც აბგონზე და არც რიკოთზე არც მიგვრძვნია დაბალი ძრავი.
რა არ მომეწონა:
ოდნავ გრუბია ფორესტერთან შედარებით.
ნუ მენიუ იაპონურად მაგრად ტეხავს, თუმცა გარკვევა მაინც შეიძლება.
საათი ვერ გავასწორე ვერაფრით ბორტ კომპიუტერზე.
CD დისკი ვერ ჩავრთე, მაგნიტაფონში არ იდება (არ შედის), სკამის ქვეშ დვდ აყენია იმაში ვდებ მაგრამ ვერაფრით ჩავრთე (გასარკვევია).
ფმ სიხშირეები გადასაყვანია ეგ წვრილმანია.
ტელევიზორსაც ანტენები აქვს დასამატებელი და უნდა იმუშავოს წესით და რიგით.
თერმომეტრი არ აქვს სალონში

მოკლედ ესე, ამ ყველაფერს შაბათ კვირას შევეცდები გავარკვიო, დანარჩენი საუკეთესო მანქანაა.
ჩემსას დამატებით უყენია რაღაც ჯაპან ხელსაწყო, აჩვენებს კომპასს, დროს, თარიღს, მიმდინარე სიჩქარეს, ამასთანავე არის გპს ნავიგაცია და რადარ დეტექტორი რაც ყველაზე უფრო მესიამოვნა.
Fishing, with me, has always been an excuse to drink in the daytime.