დღეს yamato-ში ძრავის ზეთი გამოვცვალე.
ნისანის
SM 5W30 ჩავასხი. 4 ლიტრიანი თუნუქის ქილებშია და ღირდა ქილა (4ლ) 119 ლარი + 12 ფილტრი. ჯამში 131 ლარი დაჯდა.
ჩაისხა 3.5 ლიტრი. ხურდა წამოვიღე.
ვიკითხე ტრანსმისიის (ჩვეულებრივი ავტომატი-4AT) ზეთზე.
1) ცვლიან აპარატით. იმდენი აღარ ვიცი აპარატით ცვლაში თუ არის სხვაობები, მაგრამ მითხრეს რო იცვლება ჰიდრო ტრანსფორმატორია თუ რაცაა იმის შემავალ გამომავალზე მიერთებით ავტომატზე და რაცაა სამუშაო წნევა იგივე პონტში იცვლება. ანუ უბრალოდ ახალი ზეთი შედის და შესაბამისად ძველი გამოდის, და ეს ყველაფერი ტრანსმისიის ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმშიო.
2) ჭირდება 8-10 ლიტრი, გააჩნია დაბინძურებასო.
3) ფილტრზეც ვიკითხე. ფილტრს არ ხსნიან, ასეთი გაწმენდით ფილტრის მოხსნა და ისე გაწმენდა აღარ სჭირდებაო.
რაც შეეხება თვითონ ზეთს.
ნისანის matic fluid J ღირს ლიტრი 36 ლარი.
არის ასევე MITASU და ღირს ლიტრი 20 ლარი.
ორივეზე ერთნაირ გარანტიას ვიძლევითო.
ანუ ტრანსმისიის ზეთის შეცვლა გამოდის (თუ 8 ლიტრზე ვიანგარიშებთ): ნისანის 36X8+45(ხელობა)=333 ლარი, ხოლო მიტასუ 20X8+45=205 ლარი.
ისე ზოგადად ვინც მე მომემსახურა იმათ კვალიფიკაციაში ცოტა არ იყოს ეჭვი შემეპარა. ტრანსმისიაზე რო ვკითხე რამდენზე უნდა შეცვლათო ჯერ 35 მითხრა, რო ვუთხარი ვარიატორი არაა, ჩვეულებრივი ავტომატიათქო ამ დროს მეორეც მობრუნდა და 100-ზე უნდა შეცვლაო. მე ვთქვი რო პასპორტით 60 უწერია, რანაირად თქო და გაატარა.
შემდეგ შეცვლაზე, თუ მანამდე არ გავყიდე, ცენტრში წავალ და იქ ვნახავ რა ხდება.
P.S. ჰაერის ფილტრი თუ ვინმეს აიტერესებს 15 ლარი ღირდა.
* * *
miqensk