სალამი სასტავ როგორ ხართ? გილოცავთ ყველა გავლილ დღესასწაულს, მრავალს დაესწარით )
საახალწლოდ , გადავწყვიტე პატარ პატარა წვრილმანებისთვის მეც მიმეხედა,
ზეთი შევცვალე როგორც ყოველთვის მოტული თხლიშე 5/40,
ელ დიაგნოსტიკაზე შევაერთე,მერე 1-3-6 სვეჩიო, მოკლედ გადავწყვიტე სვეჩებიც შემეცვალა,
თავიდან მაყუთის ამბავი იყო, მეთქი ბოშებს დავაყენებ თქო, +48 ეგენი მიდის 12 ლარიანი თეგეტაში,
მარა ზედ ორგინალი NJK ეყენა

ასე რომ არჩევამი მაინც მაგეებზე გავაკეთე, და ეგენი ვიყიდე 22,50 დაჯდა 1 ცალი, შეიცვალა 8ვე...

მოკლედ, აქამდე ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ
სხვაობას მომცემდა სვეჩის შეცვლა , კი მეუბნეოდნენ მაგარ სხვაობას ნახავო გაწევაშიც, მარა სანამ არ შევცვალე ვერ დავიჯერე
თითქოს სხვა მანქანაში ვზივარ ისეთი სხვაობა მომცა გაწევაში...
ხვალ ვაპირებ ბენზინის ფილტრის შეცვლას, და მგონი კაი ხანი არ მომიწევს არაფერზე თავის შეწუხება )))