იტოგში დავიწყე საუნდის აპგრეიდი. E38 ვისაც გყავთ ერთი რჩევა მაქვს თუ ფული არ გაქვთ ერთი 1000$ მაინც არ დაიწყოთ აპგრეიდი თორე დაიტანჯებით. ))))
ed-222აი ძმა დავიწყე აწყობა იმ დღეს რო გელაპარაკებოდი ინტერნეტი გამეთიშა გადახდილი არ ყოფილა...
იტოგში ჩამოვიდა ალპაინის დინამიკები კროსოვერებით და ქიქერის ტვიტერები მარტო ტრანსპორტირება დაჯდა 45 ლარი.
გამოიყურება ასე..

დადგა ჩვეულებრივად კარებზე ზევიდან დაეწება პიშალკის კროსოვერი ოღონდ ერთი პრობლემაა ქარხნულ დინამიკს უკან პრაკლატკა ქონდა რაც არ აქვს ალპაინს და გამოვუჭერი სიროი რეზინისგან (რეზინის ზებოვანი ფირფიტაა ორმაგი სკოჩის პონტში) და რამდენიმე ფენა გავუშვი. ასევე ვაპირებ მაგ რეზინით შევფუთო დინამიკის ყუთები ხმის და ვიბრაციის იზოლაციისთვის...

ეს წინა დინამიკები შევაერთე JVC KS-AX3500 გამაძლიერებელზე. რაც მქონდა სახლში სიმძლავრე აქვს 4X50 ვატი 4 ომზე და რადგან დინამიკებს 100 ვატი აქვს ნომინალი შევაერთე ბრიჯზე ანუ 4 არხიდან გამოვიტანე 2 უფრო ძლიერი. მაგრამ ამ დინამიკებს მაინც არ ყოფნის....

ესეც ბაგაჟნიკის სექსოდიციები ძლივს გავერკვიე რა როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ეხლა უბრალოდაა აზბორილი მერე ყველაფერი პაიკაზეა ასაყვანი და შესაფუთია ლამაზად.
ბაგაჟნიკში ჩავდე საბვუფერი და ოდნავ გამოდიოდა ხმა მერე გადმოვიტანე სალონში და მაინც არ ვარ კმაყოფილი არც ყუთია სწორად აწყობილი და ეგ მაქვს გასაკეთებელი და გამაძლიერებელიც მინიმუმ ორჯერ უფრო ძლიერი ჭირდება ვიდრე ეხლა მაქვს... ეხლა ვუფერი დასმული მაქვს ქაარხნულ ხმის გამაძლიერებელზე JVC ძაან რო არ დაიგრუზოს... მაინც ###ობაა...
ამ ყველაფრის მერე დასკვნა გამოვიტანე რომ....
ქარხნული გამაძლიერებელი არ გამომადგება და მჭირდება უფრო ძლიერი გამაძლიერებელი 5 არხით ან რამდენიმე გამაძლიერებლის კომბინაცია... 1 მონობლოკი ვუფერისთვის + 4X100 ან 2 ცალი 2X100 გამაძლიერებელი. კონდესატორი და კარგი გაყვანილობა...
ეს წინა დინამიკები რო ჩავრთე და უკანებიც გავუშვი ვუფერთან ერთად ხმა მივიღე ძალიან მაგარი ძაან სუფთა და თან კაი ხმამაღალი ისე რო ორი კაცი რო ვიჯექით მანქანაში ერთმანეთს ვუყვიროდით რამე რო გაგვეგო.. ცოტა კარებებს დაენძრა ვიბრაციის პონტში მაგრამ მაგას გამოვასწორებ ამ დღეებში..
იტოგში დასკვნა N1 ხმის აპგრეიდი მაგარია მარა ძვირია...
დასკვნა N2 მართლა კაი ლუდია ოქროს არწივი
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...