ზაფხული მოგვადგა, ალბათ ბევრმა შეცვალა სალონის/კონდიციონერის ფილტრი სხვა ფილტრებთან ერთად. სალონის ფილტრის კორპუსი 1 შურუპით იხსნება და ორივე ფილტრის შეცვლას სულ 3 წუთი უნდა.
რაც შეეხება რეცირკულაციის ფილტრს, რომელიც ყველა კლიმატ კონტროლიან E38-ზე დგას: ვისაც სმენია ამ ფილტრის შესახებ - ძალიან კარგი; ვისაც შეცვლილიც აქვს - კიდევ უკეთესი. მე ორი წლის წინ ვიყიდე ეს ფილტრი, ორიგინალი, eBay-ზე 1 ფუნტად

და 3 პროფილაკტიკაში მითხრეს უარი ამ ფილტრის შეცვლაზე მარტივი მიზეზით - თითქოს მსგავსი ფილტრი არ დგას E38-ის ფეჩზე/კონდიციონერზე. მათ შორის ასტრა დიღომში - დაგინებით დამიმტკიცეს

არა და დარწმუნებული ვიყავი რო ჩემ მანქანაზე ეს ფილტრი ბოლოს შეიცვალა - არასდროს

ამ დიაგრამაზე 13 ნომერია რეცირკულაციის ფილტირი, დგას 2 ცალი - მძღოლის და პასაჟირის მხარეს. ქარხნული ნომერი 64118391385 და იყიდება წყვილად.

სანამ საჭის ქვედა პანელი მოხსნილი მქონდა რუჩნიკის პედლის გასაკეთებლად, ბარემ შევიხედე ცოტა უფორ ღრმად.
აგერ ბანძი ტელეფონით გადაღებული უხარისხო სურათებიც:
მძღოლის მხარე:

ფილტრი მარტივად იხსნება, პროსტა ცოტა მოქნილი თითებია საჭირო

ახალი და ძველი ფილტრი

პასაჟირის მხარე, ბარდაჩოკის გვერდზე. ჯერჯერობით მარტო კომპი ჩანს, მემგონი კომფორტ ბლოკია...

ჩავხსენი კომფორტ ბლოკის შტეკერი და ოპაა, გამოჩნდა.

გამოღების პროცესი:

ისევ ძველი და ახალი ფილტრი

ორივე ძველი ფილტრი და ახალი ფილტრის ნომერი:
This post has been edited by davutik on 31 May 2014, 11:15