რეგულარი და დიზელი ყველგან ერთია ! აი ევრო სტანდარტები გაჩნია მომწოდებლებს რუმინეთი ,ბულგარეთი , რუსეთი ეხლა კი საბერძნეთი.რაც შეეხება აპს ის პატარა პროცენტულობით შემოდის და მისი კვოტა გასამართებზე ძალიან მცირეა შეეცადეთ დიდ აგსებზე ჩაასხათ ანუ რომელიც არის მსხვილი აგს ი ქალაქში .
ესეც მონაცემები
ქვეყნების მიხედვით 2014 წლის I ნახევარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 138,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,9 %-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 92,5 ათასი ტონა - 24,0 %; ბულგარეთი - 63,6 ათასი ტონა - 16,5 %; საბერძნეთი - 40,2 ათასი ტონა - 10,4%; რუსეთი - 35,7 ათასი ტონა - 9,3%, თურქმენეთი - 13,1 ათასი ტონა - 3,4%.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წლის I ნახევარში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 69%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 28,5%, A-98 სუპერის მარკის ბენზინი - 2,5%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 35,1%, L-62 დიზელის საწვავი - 64,9%."
This post has been edited by DUU013 on 29 Jul 2014, 18:09
მიმაგრებული სურათი