აბა გილოცავთ ახალ თემას!!!
ესეც წინა თემა
||||===/// SUBARU CLUB GEORGIA \\\===||||სუბარუს ძრავები
ძრავა ავტომობილის გულია, მაგრამ იდეალური სატრანსპორტო საშუალების შექმნისას სიმძლავრესთან ერთად სხვა მახასიათებლებიცაა გასათვალისწინებელი.
SUBARU-ს ინჟინრებმა არჩევანი ძრავის სასარგებლოდ გააკეთეს, რაც უზრუნველყოფს მათი ავტომობილის მთელ რიგ უპირატესობებს სხვა ავტომობილებთან შედარებით. ეს სისწრაფეში და ფუნქციონალურ თვისებებში გამოიხატება. BOXER სისტემის ძრავების ჰორიზონტალურ-ოპოზიტური კონსტრუქცია უზრუნველყოფს ყველა მექანიზმის სტაბილურად დაბალანსებულ მუშაობას. ერთმანეთის შემხვედრად მოძრავი დგუშების სისტემა არეგულირებს ანთების კამერებში წარმოშობილ ვიბრაციებს. მათი განლაგება, ოპტიმალური კომპაქტური ფორმა საშუალებას იძლევა შემცირდეს ძრავის ზომები, სიმძლავრის დაკარგვის გარეშე. ძრავის და მთლიანად ავტომობილის სიმძიმის ცენტრი მნიშვნელოვნადაა გადატანილი ქვევით, რაც ხელს უწყობს ავტომობილის მდგრადობის გაზრდას დიდი სიჩქარით მანევრირებისას. გაუმჯობესებული სტაბილიზაციის გამო ავტომობილი სწრაფად აღიდგენს თავის კურსს საჭის მკვეთრი მობრუნების შემდეგ. ძრავის ვიბრაციის შემცირების გამო სალონი უფრო კომფორტული და უხმაურო ხდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მოგზაურობისას. მძღოლი ნაკლებადაა დატვირთული და შეუძლია მთელი გულისყური ავტომობილის მართვაზე ჰქონდეს გადატანილი. ძრავის სიმძლავრე ისეა გათვლილი, რომ
SUBARU-ს მოდელის ნებისმიერი ავტომობილი დამაჯერებლად გადაადგილდებოდეს როგორც ხშირი მოულოდნელი სიტუაციების მქონე ქალაქის ინტენსიურ ნაკადებში, ასევე ქალაქგარეთა დასახლებებში, სადაც მნიშვნელოვანია არა სიჩქარე, არამედ გამწევი ძალა.
SUBARU-ს ჰორიზონტალურ-ოპოზიტური ძრავა ავტომობილის სრული კონტროლის საშუალებას იძლევა ნებისმიერ სიტუაციაში. SUBARU-ს ძრავა ადასტურებს ამ ოჯახის ნებისმიერი ავტომობილის სპორტულ ხასიათს და წარმოაჩენს მთელ თავის შესაძლებლობებს. SUBARU-ს ავტომობილების დინამიკა ცნობილი სარბოლო ტრეკების მკაცრ ბატალიებშია შემოწმებული. ასეთ შეჯიბრებებში კი მონაწილეობას იღებდნენ ფირმის მიერ მისი არსებობის განმავლობაში გამოშვებული სულ სხვადასხვა მოდელები. თქვენი ავტომობილი ყოველ წამს მზადაა რეაგირება მოახდინოს თქვენს სურვილზე სიჩქარის გასაზრდელად.
იაპონური საავტომობილო მრეწველობის კონცერნები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ თავიანთი ავტომობილების ძრავების ეკოლოგიურ მახასიათებლებს. უნიკალური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა საწვავის ხარჯვის გადიდების გარეშე გაიზარდოს ძრავების შესაძლებლობები, ამასთან მინიმუმამდე შემცირდეს მომწამვლელი ნივთიერებებისა და გაზების გამონაბოლქვი. ამ მხრივაც SUBARU-ს ავტომობილები მოწინავეთა რიგებშია და მათი სრულყოფა გრძელდება.


ისტორია
2007 წლამდე საქართველოში Subaru-ს შესახებ ცოტამ თუ იცოდა რამე. ამ ”იშვიათი” მარკის ავტომობილის მცირერიცხოვანი მფლობელები გზაზე ერთმანეთს ” ფარების” ანთებით ესალმებოდნენ. თუმცა 2007-2011 წლებში Subaru-ს მოდელებმა საქართველოს პირობებისადმი საკვირველი შესაბამისობით დიდი პოპულარობა მოიპოვეს. ამ ავტომობილის მფლობელებმა კომუნიკაცია შეკრებებისა და ფორუმის საშუალებით დაიწყეს, აწყობდნენ საავტომობილო გასვლებს სხვადასხვა რეგიონებში. 2009 წელს კი საქართველოში უკვე ოფიციალური სახით ჩამოყალიბდა Subaru Club Georigia რამაც უზარმაზარი საფუძველი ჩაუყარა ამ მარკის პოპულარიზაციას. კლუბისა და ფორუმის წევრების შეკრებები დიდ ავტოსახელოსნოს დაემსგავსა, სადაც შეკრებილნი თავ–თავისი ხელსაწყოებით მოდიოდნენ, სხვებზე დახელოვნებულნი კი ყველას ეხმარებოდნენ სავადასხვა დეტალის შეკეთება- გამოცვლაში. უმთავრესი კი ის იყო, რომ ყველა სახის შეკეთება მწარმოებლის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
Subaru Club Georigia–ს წიაღში დაგროვილი უნიკალური ცოდნა, უდიდესი გამოცდილება, ბაზარზე კვალიფიცირებული და გამოცდილების მქონე სერვისის არარსებობა და არაადეკვატური ფასები გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 2010 წლის ზაფხულში საფუძველი ჩაეყარა ხოლო 2011 წელს კლუბის დამფუძნებლების მეშვეობით გაიხსნა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი Subaru-ს მარკის ავტომობილების მომსახურებასა და ტუნინგზე სპეციალიზებული სერვისცენტრი ”SUBARU-MOTORS”-ი.
ჩვენს ავტოსახელოსნოში დღესდღეობით წარმატებით ხორციელდება Subaru-ს მარკის ავტომობილების ძრავის, სავალი ნაწილების და გადაცემათა კოლოფების სრულყოფილი სერვისი. ხშირად საქმეში ჩაუხედავი მომხმარებელი არაკვალიფიცირებული სერვისცენტრის და მის მიერ შესრულებური არაადეკვატური საქმის მსხვერპლი ხდება, რისი შედეგების გამოსწორებაც ხშირად უწევთ ჩვენ ხელოსნებს. სწორედ ასეთი მომხმარებლის ინტერესების დაცვა იყო ”SUBARU-MOTORS”-ის შექმნის მთავარი მიზანი.
ავტომფლობელებს ვთვაზობთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდის MOTUL-ის საცხებ- საპოხ მასალებს. შეგახსენებთ, რომ MOTUL–ი წლების განმავლობაში ხვეწავდა და ქმნიდა ახალ უნიკალურ პროდუქციას სუბარუს და სხვა ავტო/მოტო გუნდებთან ერთად. მომხმარებელს ასევე ვთვაზობთ უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დეტალებს.
სწორი და პატიოსანი პოლიტიკით ”SUBARU-MOTORS”-მა უკვე მოახერხა კმაყოფილი კლიენტების მთელი არმიის შემოკრება. მუდმივი მომხმარებლებისთვის დანერგა 10% და 15%–იანი ფასდაკლების ბარათები. ასპონსორობს და სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას უწევს Subaru Club Georigia-ს სპორტულ საჯინიბოს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ”SUBARU-MOTORS”-ის თანადგომით სულ მალე თავის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართული ავტოსპორტის განვითარებაში.
ჩვენი ძალები მიმართულია უფრო ახალი და საინტერესო სერვისის დანერგვაზე, რომელსაც მომავალში ჩვენს მომხმარებელს ნელნელა შევთვაზებთ.
ესეც ჩემი პირველი სუბარუუ . ერთ ვიტყვი რო ეხლა გავიგე მანქანის გემო ეს ყველაფერი სუბარუს დამსახურებაა!!!
This post has been edited by picundela24 on 14 Feb 2014, 21:18