მაგარი გამძლეა, სალონიც კაი ზომის აქვს და საბარგულიც

ტორპედოც ლაივში ცუდი არაა, თან ძალიან რბილი ტორპედო აქვს, მაგალითად ჰიუნდაი IX35 ს უფრო უხეში(მაგარი) ტორპედო აქვს, ვიდრე მაგ სივიკს

(ანუ ის მითი რო სივიკს პლასტმასის სალონი აქვს ტრუხაა) რატო ტეხავს? მაგარი პრაქტიკული მანქანაა + კაი დისკები და ცოტა ჩარევა ვიზუალში და ბევრად კაი ვიდზე დგება(რამდენიმე ეგეთი მაქვს ნანახი ) წვით 1.4 მექანიკა გვყავს 90 ცხენიანი და 10 ლიტრით 140 კილომეტრს გადის ქალაქში(7 ლიტრი გამოდის 100კმ-ზე), ზამთარში 8-8.5 ზეც კი ავიდა წვა, ტრასაზე 5 ზე ოდნავ მეტი უნდა 90 ით რო იარო. 1.5 ვიტეკს კიდე 1.4 ზე 25 ცხენით მეტი ჰყავს და კიდე უფრო ეკონომიურია

სიჩქარეს რაც შეეხება, 1.8 იან გოლფ3 მექანიკას(90 ცხენიანს) გავასწარი. მატორში 3 ლიტრზე ოდნავ მეტი ზეთი მიდის. 8 K ზე ვუცვლი და 6 K-ს ისე გადის რო გრამს არ იკლებს, აი მერე კი შეცვლამდე მაქსიმუმ 200-300 გრამი დაიმატოს, ეგეც მაქსიმუმ(ეს მეორე ტრუხა აზრი იმაზე რო ყველა სივიკი ზეთს ჭამს). კლირენსიც საკაიფო აქვს, თბილისში ფაქტიურად შანსი არაა რო სადმე წაარტყა, ნუ მე ჯერ ვერ ვნახე ეგეთი ადგილი(ანუ ყველა სივიკი დაბალი და "ბღუილა" არაა

)