მოდი ახლა დავწერ და მიშო ესეც ჩაამატე რო ერთი და იგივე კითხვები ხშირად აღარ დაისვავს.
ტოიოტა ალტეზა გამოდიოდა 1998-წლიდან 2005 წლამდე.
აქვს ორი ვერსია 4 და 6 ცილინდრით.
4 ცილინდრიანი უკვე მრავალჯერ ნახსენები რს-200 210 ცხენისძალით მექანიკა , 200 ცხენისძალით ტიპრონიკი.
6 ცილინდრიანი ას-200 160 ცხენისძალით მექანიკა , 150 ცხენისძალით ავტომატი.
ყველა რს200 მექანიკას აქვს 6 სიჩარიანი კოლოფი (მეშვიდე უკუსვლა)
ყველა რს200 აქვს ტიპრტონიკი კოლოფი რულიდან შიფტვის ფუნქციით და 5 სიჩქარით (მეექვსე უკუსვლა)
ყველა ას200 მექანიკა არის 5 იანი კოლფოით
ყველა ას200 არის 4 იანი ავტომატი.
ასევე არსებობს უნივერსალი ვარიანტიც ალტეზა ჯიტა რომელშიც დევს 3 ლიტრიანი ძრავი 2ჯზ იგივე რაც ლექსუს IS სერიაში.
ახლა კი დავუბრუნდეთ რს მოდიფიკაციას.
ამ მანქანის იერარქია ორ ეტაპად იყოფა
I ეტაპი
1998-2001/8 ე.წ არარესტაილინგი მოდელი.
არის Z ედიშენი და L ედიშენი
Z არის სპორტული ვერსია
L არის (ლაქშერი) კომფორტზე გათვლილი ვერსია
კუზაოსა და ძარის ნაწილებში სხვაობა არ აღინიშნება.
სხვაობა არის ინტერიერში. L ედიშენს უფრო რბილი დაკიდება აქვს, აქვს მუქი ფერის ინტერიერი ნახევრად ზამშის ნაჭერში გაწყობილი აბაგრევებითა და ელექტრო სიდენიებით. ეს ყველაფერი Z ედიშენს არ აქვს. მაგრამ ზეტი არის უფრო ბანდიტი
მექანიკურ კოლოფიან ვერსიებს ყველას აქვს ბლოკირებული ხიდი
ტიპრონიკებს სერიულად ყველას აქვს ღია ხიდი (ბლოკირების გარეშეა ანუ). ვიმეორებ სერიულად ! შესაძლებელია დამატებით ოფციად იყოს მაგრამ ეს უკვე სერიული არაა.
II ეტაპი
მეორე ეტაპი შესაბამისად იწყება 2001/8-დან 2005 მდე.
აქვს უკვე ვხვდებით 2-ის მაგივრად 3 მოდიფიკაციას.
1) Z ედიშენი
2) L ედიშენი
3) LTD (ანუ ლიმითედი)
ჯერ ავხსნი რა სხვაობაა მცირე არარესტაილსა და რესტაილს შორის.
რესტაილინგებს აქვთ წინა ფარებში ონავ სხვაობა. (იგივენაირი აქვთ დიზაინით რაც ლექსუსს)
ასევე უკანა ფარების ფერიც სხვანაირია. (მაგრამ ორივე წინა და უკან ფარები ოპცია იყო და შეიძლება პატრონს არ აეღო და ძველი ფარით იყოს. ანუ შეიძლება 2002 იანი იყოს მაგრამ ძველი ფარებით. ესეთი რამე ძალიან იშვიათია მაგრამ არის შემთხვევები)
არის ინტერიერის მასალაში სხვაობა
აქვს ბორტკომიუტერი
აქვს განსხვავებული ნავიგაციის პულტი და სხვა წვრილმანები
აქვს სხვა ფართ ნამბერის ბაბინა რომელიც აყენია საქართველოში ცნობილ სხვა მოდელებზეც (მაგალითად რავ4-ზე) და ამის გამო ჯდება შედარებით იაფი და ადვილი მისი შეძენა/შოვნა.
ახლა კი დავუბრუნდეთ მოდიფიკაციებს.
Z და L ედიშენი როგორც არარესტაილებში იგივე მიმართებით გვხვდება ახლაც.
მაგრამ აქ გვხვდება LTD ვერსიაც. ეს არის ლიმითედი. ლიმითედი ბიუჯეტური მოდელებია და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ რომ ყველა რს მექანიკას ბლოკირებული ხიდი აქვს აქ ეგ სიამოვნება მოჟოშკილია. ანუ TRC ღილაკი LTD-მექანიკებს საერთოდ არ აქვთ. აქვს ელექტრო რეგულიროვკა და მამაძაღლობა

ანუ მექანიკურად ვერ გათიშაც და ჩართავ. აგრეთვე არის გასტოკებული უფრო და იაფი ვარიანტი.
ანუ ვისაც რესტაილინგი უნდა და უნდა ბლოკირებული ხიდი რომელსაც როცა უნდა ჩაურთავს იმ ტრც-ს და როცა უნდა გაუთიშავს LTD არ უნდა იყიდოს. უნდა იყიდოთ Z ედიშენი.
მეტი აღარ გამახსენდა უცებ. წარმატებები რამდენი ვწერე.
This post has been edited by Junior K on 17 Mar 2014, 00:19