ფორიკაზე ლაპარაკობ?
თუ ფორიკაზე ამბობ ამას მაშინ ვერ დაგეთანხმები.

ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ფორიკას და CRV-ს ერთნაირი პასადკა აქვს დაჟე CRV-ს ბენზინის ბაკი ფორიკაზე დაბლა აქვს.

რაც შეეხება გამავლობას ფორიკა ბევრად ჯობია გინდა თოვლში და გინდა ცუდ გზებზე მარტივი მიზეზის გამო, ფორიკა არის All Drive და აქვს ბევრისგან განსხვავებული სიმეტრიული ბლოკირების სისტემა, რაც საშუალებას აძლევს თუ ერთ ბორბალს აქვს მოჭიდება იმ ერთზე გადაიტანოს მთელი ძალა რაც ძალიან იშვიათობაა. CRV-ს კი 4x4-ზე ერთვება მაშინ როცა დაფუქსავდება ისე კი წინა ვიდუშია, შესაბამისად ყინულში ან თოვლში აღმართზე თუ დაგაბუქსავა და ტემპი დააგდო მერე გინდა 4X4-ზე ჩაერთოდ და გინდა ზაპასკაც მიამახმარე.

)))
მე პირადად ორივე მყავს ეხლა, ფორიკას ვატარებდი 18 თვე ეხლა ვიყიდე CRV და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთადერთი რაშიც CRV ჯობნის არის ფართე და მაღალი სალონი და გარეთა ვიდი (რაც იდეაში გემოვნების ამბავია, ზოგს შეიძლება ფორიკა უფრო მოსწონდეს).
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის და ჩემი სიტყვების დასადასტურებლად იხილე ვიდეო.

P.S. ფორიკას ვყიდი თუ რამეა
* * *
leo_cheloამაში გეთანხმები მაგიტომაც ვიყიდე CRV და ვყიდი ფორიკას, მაგრამ ექ მაცივრობა ფორიკას აძლევს იმის საშუალებას რომ ტრასაზე უფრო მყარად დგას, არ გაქანავებს მოსახვევებში ძალიან საიმედოა და ცუდ გზებზეც უფრო კომფპრტულია, ერთხელ ფორიკით ისეთ დაქანებაზე გადავედი სადაც CRV-მ ამოყირავება დაიწყო და გაიჭედა.
ასევე უნდა ვაღიარო რომ ახალი ფორიკები უკვე ძალიან დასტოა და ალბათ ჩემი შემდეგი მანქანა სწორედ ეგ იქნება.
* * *
ABABUAleo_cheloZAZ 
თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ იმ ადამიანის აზრი, რომელსაც ორივე ჰყავს მაშინ დავწერ ორივეს პლიუსებს და მინუსებს, კერძოდ შევადარებ 2002 წლიან CRV-ს 2.4 მატორით (ამერიკულს) და 2001 წლიან ფორიკას 2.0 პრასტოი ძრავით (იაპონურს)
CRV:
+ (პლიუსები)
1. დიდი და ფართე სალონი რაც დიდი კომფორტია გეგონება გემში ზიხარო

2. I-VTEC 2.4 ძრავი, საკმაოდ მძლავრი და კარგია. (მე მყოფნის)
3. ძრავი ცეპზეა და არა რემენზე.
4. ძალიან ვირი და გამძელა მანქანაა
5. გარეგანი ვიდი (ეს უფრო გემოვნების თემაა მე პირადად მომწონს)
6. მაგიდა (ეს მაგრად ასწორებს განსაკუთრებით ჩემნაირი მეოჯახისთვის)
7. კრუზი კონტროლი
8. კარგი აუდიო სისტემა
- (მინუსები)
1. არ აქვს კლიმატ კონტროლი რაც დისკომფორტია
2. სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვის დროს უფრო გაგრძნობინებს
3. არ აქვს მოცურების საწინააღმდეგო სისტემა (როგორც ვიცი 2004-დან ზემოთ დაუყენეს)
4. ძალიან ქანაობს ცუდ გზებზე გადასვლისას
5. მოსახვევებში არა საიმედოა თუ ცოტა ჩქარა შეხვედი
Subaro Forester 2.0 (იაპონკა)
+ (პლიუსები)
1. კლიმატ კონტროლი

2. გამავლობა და სიმეტრიული ბლოკირების სისტემა
3. მყარად დგას გზაზე
4. ელექტრონულად დაკეცვადი სარკეები
5. ხმის იზოლაცია
6. ესეც საკმაოდ ვირი და გამძლეა
7. უფრო მარტივი და სასიამოვნო სამართავია
8. ძალიან პლავნად რთავს სიჩქარეებში
9. აქვს მოცურების საწინააღმდეგი სისტემა
- (მინუსები)
1. არ აქვს კრუიზი
2. აქვს სუსტი აუდიო სისტემა
3. პატარა სალონი განსაკუთრებით უკანა მგზავრებისთვის
4. დიზაინი გარეთა
5. რემენი
6. სუსტი ამორტიზატორები აქვს
8. მარჯვენა რულიანია
თუ ამერიკულს შევადარებთ ნუ მაშინ მარჯვენა რულიანი და კრუიზ კონტროლი ამოვარდება მინუსებიდან
This post has been edited by chiabera on 25 Mar 2014, 13:25