გაუმარჯოს სასტავს...
კაროჩე რაღაც მინდა გკითხოთ, ვერ მივაგენი ვერცერთ ტესტს და დასაბუთებას პროსტა ერთ ,,უმნიკთან" 2 დღეა ვსპორობ მაგ თემაზე.
ანუ სიტუაცია ასეთია :
მშრალი ტრეკი , ორი თანაბარი (მაქსიმალურად თანაბარი) მანქანა, ერთი 4ხ4 და მეორე უკანა წამყვანი თვლებით.
რომელი იქნება უფრო სწრაფი წრეზე ? აქ იგულისხმება ნორმალური ტრეკი, სწრაფი მოსახვევებით და არა სადრიფტაო მინი წრე

მე დარწმუნებული ვარ რომ უკანა წამყვანი უფრო სწრაფია , იმიტომ რომ :
1–ნაკლებს იწონის
2–წონის უკეთესი ბალანსი აქვს
3–ადვილი სამართავია – სიმძლავრის წინ და უკან გადანაწილების მომენტში ვთვლი რომ კვატრო შედარებით არასტაბილურია და უკანა წამყვანი მარტივად , უკანა ხიდზე გადასწემს სიმძლავრეს და სინა ბორბლები უბრალოდ მიმართულებას აძლევს. ,,ზანოსი" პრობლემა არაა წესიერი მძღოლისთვის – უბრალოდ არ დააზანოსებს რომ დრო არ დაკარგოს.
4–მეტი სიმძლავრე აქვს იმიტომ რომ ხიდებში არ კარგავს სიმძლავრეს (ხვდებით რასაც ვგულისხმობ

)
ბუგატი ვეირონს და ეგეთებს ნუ მომიყვანთ მაგალითად, ეგაა არაამყვექნიური და თან ტოპ გეარის ტრეკზე ზონდამ მაინც ჩაუდო.
ნუ ხო, 4–4 –ზე მამაა თავის ამბავში , სველზე, თოვლში და ძალიან მკვეთრ მოსახვევებში თუმცა მიმაჩნია რომ ორი თანაბარი პილოტი და ტანაბარი მანქანა თუ ერთმანეთს შეეჯიბრება მშრალ საფარზე უკანა წამყვანი აჯობებს...
თქვენ რას ფიქრობთ ?
This post has been edited by besvs on 16 Apr 2014, 00:05