გამარჯობათ მეგობრებო, პირველ რიგში ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

მოკლედ, რამოდენიმე დღის წინ ჩამომივიდა ფიტი და მეც შემოგიერთდებით ფორუმზე, როგორც ვხედავ საინტერესო მიმოხილვები გაქვთ და სასარგებლო რჩევებიც, რაც პირადად ჩემთვის ძალიან გამოსადეგია. ჯერჯერობით ჩემ შენაძენთან არმაქვს არანაირი პრობლემა და კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
ეხლა ერთი რჩევა მჭირდება, მარცხენა სარკე მაქვს გატეხილი, გარეთა ფუტლიარი, თვითონ სარკის შუშა კარგია, სად შეიძლება ვიშოვო და ცოტა შეღავათიან ფასად იქნებ მიმასწავლოთ სადმე