xaligariივნისის ბოლოდან ან ივლისის დასაწყისში უნდა იყოს ეგ ტური

ოღონდ უნდა წავიდეთ ბევრნი

ამაზე შევთანხმდეთ წინასწარ

გზა არც ისე დიდია თუმცა არც ძაან მოკლე, ერთდღიანი ტური სავსებით მოსასწრებია თუ ადრე გავალთ, გზაში დიდი დრო რომ არ დაიკარგოს...
170 კმ არის გასავლელი მაგრამ მოგეხსენებათ უღელტეხილია გადასავლელი და ავტობანიც არაა

გარდა გერგეთისა შეიძლება სნოს, დარიალის ხეობის და გველეთის ნახვაც თუ სურვილი და დრო იქნება...
rezo_ozer რეზოა მანდ ნამყოფი და მაქეთ გაგვიწევს მეგზურობას
უშუალოდ გერგეთზე მე ყოველთვის ფეხით ასვლას ვემხრობი და ეგეც გასათვალისწინებელია (დროის ამბავში სულ ცოტა 1 სთ მაინც უნდა), ცრვ კი ადის (ისევე როგორც ადგილობრივების ნივები და დელიკები) მაგრამ ფეხით ასვლას აქვს იქ მუღამი

ასე რომ ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში, ერთ კვირა დღეს წავიდეთ, წავიღოთ საჭმელი და დავტკბეთ ბუნების სილამაზით

პ.ს. დარჩენა კი კარგი იქნებოდა თუნდაც ერთი ღამით მაგრამ თითქმის ყველა ვმუშაობთ და არამგონია გამოვიდეს ეგ...