ivikoესეთ რამეს გირჩევ ივიკო
მყავს 99 წლიანი გრანდი 4.7 ლიმიტედი, ბლოკირებებით, რაზდატკით და სხვა სასიამოვნო ნავაროტკებით
აყენია მესამე თაობა, 20 კუბიანი ფაბერით
წინა წელს ვიყიდე 5 000 დოლარად, ყველაზე იაფი იყო ეს მანქანა იმჟამად, არადა მტელი საიტები და ბაზრობა გადაქექილი მქონდა, ვიყიდე აქ ადგლზე, ჩამოყვანის და ლოდინის ნერვები არ მაქვს, მანქანა არასოდეს ჩამომიყვანია, გარდა ერთი შემთხვევისა, 2010 წელს გერმანიაში ვიყავი და იქიდან ჩამოვაგორე E36
მოკლედ რაც ეს გრანდი ვიყიდე მის მერე ჰქონდა რამდენიმე პრობლემა, რომლის მოგვარება ადვილი იყო, თუმცა ვიზარმაცე, რადგან შვებულებაში გავდიოდი და ვიფიქრე რომ ქალაქში ჩამოვალ და მერე გავაკეთებთქო
5000 რომ ვიყიდე ეს იყო ცუდი გადაწყვეტილება, რადგან მაგ ფასიან მანქანას ბევრი ხილული თუ უხიილავი პრობლემა აქვს, კარგ გრანდს უნდა 6 K და ზევით რომ არ გაგაწვალოს, მე ვიძუნწე და გადავყევი მაგ ძუნწობას, კერძოდ რატომ ვწერ ეხლა ამხელა პაოსტს
რაც ვიყიდე იმის მერე გეტყვი რა მივახარჯე
1) ბენზონასოსი და ამთველელი დამეწვა, მოვაგვარე 330 ლარად
2) კოჟუხი აპარებდა ანტიფრიზს, მოვაგვარე 150 ლარად
3) ვიყიდე აკუმლატორი 180 ლარად
4) შევცვალე მთელი პერედოკი, მოვაგვარე 800 ლარად
5) დავუყენე სრულიად ახალი საბურავები ოთხივე 720 ლარად
6) რულავოი გამიფუჭდა, მოვაგვარე 220 ლარად
7) რულის ამორტიზატორი, წინა კალოდკები, და სხვა სახის პატარა წვრილმანები საერთო ჯამში 200-300 ლარის თემა იყო
8) ვიყიდე 8 ლიტრი კარობკის ზეთი, 200 ლარი
9) უკანა ხიდის ზეთი 60 ლარი
10) ზეთების და ხუნდების შეცვლა, ჰა ჰა 50-70 ლარის თემაა
ეხლა დაინაგარიშე რამდენზე ვარ ასული?! მანქანას კიდევ ესაჭიროება ცოტა რამ, რასაც ნელ ნელა კიდე გავაკეთებ, არ მიყვარს როცა მანქანა არაა მწყობრში
ეს ყველაფერი იმიტო დამემართა რომ 5 000 ვიყიდე გაზიანად
იყიდებოდა არაჩვეულებრივი ოვერლენდი 6 500 დოლარად, გაზიანად, არ მქონდა მაგდენი, სესხებაც მომერიდა და რაცაა ეგათქო
ხოდა რო დაინგარიშე საბოლოოდ იმდენი დამიჯდა ეს მანქანა რომ იმ ოვერლენდსაც ვიყიდდი და კიდე დამრჩებოდა თანხა
კრიჟანი ორჯერ იხდისო ხომ გაგიგია?

ეგრე დამემართა მეც