გოლფში არის შემდეგი ძრავები:
1.4-ეკონომიური მაგრამ აქვს რამოდენიმე სუსტი დეტალი(მაგ რემნის დამჭიმი ფუჭდება და ღუნავს კლაპნებს,ქარხნული დეფექტია.)
1.6-16 კლაპნიანია ძაან იშვიათია არ მინახავს გამიგონია.
1.6SR-ეკონომიური 8 კლაპნიანი,მარტივი.
1.8-20 კლაპნიანი იშვიათია.სამი მინახავს, ერთმა ჩვენთან 120000 გაატარა და რამე სერიოზული არაფელი დაჭირვებია.
1.8T-ძაან მაგარი ძრავია კარგად დადის.(ტურბინიანს ყოველთვის ნაკლები რესურსი აქ.) კარგია დასაჩიპად რამდენადაც გამიგია ადვილად შეიძლება ცხენის ძალების მომატება.
2.0-უკვდავი.უყვარს ბენზინი.(მექანიკაზე 10ში ჩაეტევი.) ერთადერთია რომელიც ქარხნულად ბუნებრივ აირზეც გამოდიოდა.
2.0-AZJ-ეს ცალკე გამოვყავი იმიტომ რო მეტი დახვეწილია სხვა 2.0 ებთან შედარებით და მეტი თორქი აქ დაბალ ბრუნზე.(პლასმასის კოლექტორზეა და მესამე თაობის გაზი არ მიდის.)
2.3-იშვიათია(ამის მიზანს ვერ ვხდები)5ცილინდრიანია.
2.8VR6-კარგად ივლის მაგრამ კარგადაც დაწვავს.(პასატის 2.8 სხვაა ამასთან არაა თავსებადი.)
3.2-R32-ამაზე რა დავწერო გოლფში რო 3.2 გედგმება

ხო მარტო კუპეებშია.
1.9TDI-ტურბო დიზელია რამდენადაც გამიგია სანაცნობოდან უკმაყოფილო არავინ ყოფილა.
1.9SDI-ეგ არ გამიგია,უტურბინო დიზელია მგონი.
გაზისთვის 2.0-ს გირჩევ.მესამე თაობაც წავა. ბენზინისთვის 1.6SR ან 1.8.
თუ გაზაობა გევასება 1.8T აიღე, 3.2 ის გარდა ყველას ჯობია მაგათში.
კარობკა ყველას 01M აქ. გერმანელების თქმით საკმაოდ გამძლე კარობკა და იწარმოება 95 წლიდან. იდგმებოდა ფორცვაგენში, სეატში, შკოდაში და აუდი A3-ში.
ჩვენთან თუ გაფუჭდა ხელს არ კიდებენ ჯობია ახალი იყიდო ან გადააკეთო. ახალი 400$ ღირს გადაკეთება 700$.
ნახმარი ყველა ამერიკულიდანაა მოხსნილი ჩანაძირი და ნატანჯი მანქანებიდან. ამიტომ კარგს არ უნდა ელოდო.
This post has been edited by zaali361 on 8 Sep 2014, 00:39