zaali3612.0 მყავს მაგ სერია სად აწერია რომ ვნახო რომელია?
* * *
აი კაი სტატია ავტომობილის ძრავის ზეტებთან დაკავშირებით!
http://cars.about.ge/2009/08/%E1%83%AB%E1%...83%97%E1%83%98/მოკლე ამონარიდი სტატიიდან !!!
ზეთის აღნიშვნაში:
SAE (საავტომობილო მრეწველობის ინჟინერთა საზოგადოება. Society of Automotive Engineers) კლასიფიკაცია. ეს აღნიშვნა არ იძლევა ინფორმაციას კონკრეტული ძრავისთვის ზეთის ვარგისიანობაზე ან მის თვისებებზე. იგი მხოლოდ მიუნიშნებს, რომ ზეთი სერთიფიცირებულია.
რიცხვები ასო W-ს წინ აღნიშნავენ სამუშაო ტემპერატურებს (ზამთრის ზეთების შემთხვევაში)
0 – -30°С-ზე ნაკლები
5 – -25°C-დე
10 – -20°С-დე
15 – -15°C-დე
20 – -10°C-დე
25 – -5°С-დე
ასო W (winter) აღნიშნავს – ზამთარს.
რიცხვები ასო W-ს შემდეგ აღნიშნავენ სიბლანტის (დენადობის) კლასს და მიუთითებენ რამდენად ინარჩუნებს ზეთი სიბლანტეს მაღალტემპერატურულ სიტუაციებში.
30 – მცირელიტრაჟიანი მსუბუქი ავტომობილებისთვის
40 – დიდი ლიტრაჟის მქონე ავტომობილებისათვის
50 – მაღალბრუნიანი სპორტული ავტომობილებისათვის
აღნიშვნა SAE 10W-40 მეტყველებს, რომ:
SAE – ზეთი სერთიფიცირებულია
10 – -25°C ტემპერატურამდე შეიძლება გამოყენება
W – სეზონურია და განკუთვნილია ზამთრისათვის
40 – დიდი ლიტრაჟის მქონე მსუბუქი ავტომობილებისათვის
აღნიშვნა SAE 40:
(აღნიშვნაში არ არის 10 W).
ზეთი სეზონურია და განკუთვნილია ზაფხულისათვის
სერთიფიცირებული ზაფხულის ზეთი დიდი ლიტრაჟის ავტომობილისათვის.
საავტომობილო ზეთების ხარისხის რეგლამენტირებისთვის არსებობს ორი სპეციფიკაცია:
- API – ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის კლასიფიკაცია
- АСЕА – ევროპელ მწარმოებელთა ასოციაცია
API – სპეციფიკაცია მოიცავს შემდეგ კლასებს:
ბენზინის ძრავებისათვის – SA, SB, SC, SD, SF – “მოძველებული” კლასები და SG, SH, SJ – მოქმედი კლასები.
დიზელის ძრავებისათვის (მსუბუქი,ჯიპები, მიკროავტობუსები): СА, СВ, СС, CD – მოძველებული კლასები, CF – მოქმედი კლასი უნივერსალური თვისებებით.
ამგვარად АРI სპეციფიკაციის მიხედვით SJ/CF კლასის ზეთები ითვლება უნივერსალურად და გამოიყენება ნებისმიერი ასაკის მსუბუქი ავტომობილის, ჯიპის და მიკროავტობუსის ძრავებისათვის.
АСЕА – სპეციფიკაცია:
ბენზინის ძრავისათვის – А1-96, А2-96, АЗ-96 კლასები
დიზელის ძრავებისათვის – В1-96, В2-96, ВЗ-96 კლასები.
АЗ-96 და ВЗ-96 კლასის ზეთები ითვლება უნივერსალურად და გამოიყენება ნებისმიერი ასაკის მსუბუქი ავტომობილის, ჯიპის და მიკროავტობუსის ძრავებისათვის.
ზეთის ტიპის შესარჩევად ეყრდნობიან შემდეგ ზოგად პრინციპებს :
ზეთს პირველ რიგში ირჩევენ ძრავის მიხედვით და გარემოს ტემპერატურის გათვალისწინებით.
სხვადასხვა ტიპის ზეთების ვარგისიანობის ტემპერატურული დიაპაზონი SAE კლასიფიკაციით:
* * *
და ბლომად საჭირო ინფო ისევ ამ საიტზე
http://cars.about.ge/