ჩეკი მანამდეც ანთებდა და არც კატალიზატორის მოხსნის მერე არ ჩამქრალა. არ მივსულვარ დიაგნოსტიკაზე და არ ვიცი რის გამო ანთებდა ჩეკი. მოკლედ მე მომცეს 120 ლარი კატალიზატორის ნეიტრალიზატორში და სხვამ მითხრა დღეს მე 180 ლარი მომცესო.
ასე რომ არ იჩქაროთ ჩემსავით და არ ჩააბაროთ პირველივე ცდაზე.
გუშინ გაგარინიდან მოვდიოდი ვეფხი და მოყმესკენ. გავაჩერე შუქნიშანზე და უკნიდან მხია პაჯერო იომ
გამიფუჭა შიტოკი, შიტოკის ბალკა და ბაგაჟნიკის კარი. ფარები, სტოპები და შუშა გადარჩა. როგორ გადარჩა არ ვიცი.
მოკლედ მივედი და ვხედავ ზის გოგო საჭესთან დაშტერებული და აქეთ იქეთ აცეცებს თვალებს. რა მოხდა რა მოგივიდა მეთქი? აი ქუსლიანები მაცვია და ტორმუზის მაგივრად გაზს დავაჭირე ფეხიო

რა უნდა მექნა. გამოიძახეთ გოგონა თქვენი ახლობელი მამაკაცი ვინმე და დაველაპარაკები მეთქი. დამალაპარაკა და ტიპმა რაც გინდა იყოს გავაკეთებო. ოღონდ გადააყენე მანქანა პატრული სანამ მოვიდაო. გავრისკე და გადავაყენე. მაგრამ გამომყევი ახლა უკან და სადაც გეტყვი იქ მოვიდეს ის შენი კაცი მეთქი. მივიყვანე უბანში და მოვილაპარაკეთ. მოკლედ დღესვე ვიშოვე ჩემივე ფერის ლურჯი ბაგაჟნიკი და შიტოკი ზბორში. უკვე დავაყენე და ხვალ დავამთავრებ აბივკის მიყენებას. მოკლედ 1000 ლარი გამოვართვი ამ ყველაფრისთვის, თავს ბედნიერად ვგრძობ
This post has been edited by narikuda on 8 Apr 2015, 21:34