arrayმოკლედ, რომ ანთია მასჰინ წვავს ბევრ, ჩააქრე ეგ ნათურა და ისე იარე,
ფოტოზე ჩამქრალი ჩანს თუ არ ვცდები
* * *
mrbkარ ვიცი მეგობარო, მე ინგლისში მყავს მეგობრები და ორ მათგანს ახალი X-ტრაილები ყავთ, მოკლედ ხშირი სტუმრები არიან სახელოსნოების, თანაც ორივე

და ორივე მათგანი გადაცემათა კოლოფს ემდურება.
niparaმე სადღაც მაქვს წაკითხული, რომ ევროპულ X-ტრაილებს კატალიზატორის პრობლემა ქონდა, არ ვიცი, ნამდვილად არ მახსოვს როგორ, მაგრამ მათი კატალიზატორები , რომლებიც შეიცავდა რაღაც პლასტმასანარევ ნივთიერებს იშლებოდა, ხვდებოდა ძრავში და ძრავი გამოყავდა მწყობრიდან, ეს იმდენად გავრცელებული დაავადება იყო ევროპული X-ტრაილებისათვის რომ Nისსანმა ცვლილება შეიტანა წარმოების სქემებში და რომელიღაც წლიდან კატალიზატორები საერთოდ შეცვალეს და სრულიად სხვა ფირმას შეუკვეთეს, მე ასე მახსოვს და მგონი საუბარი სწორედ 2,5 L. ძრავებზე იყო თუ არ ვცდები.
მაინც გადაამოწმე
* * *
mushusplმე გავაწმენდინე აგლაძის და კოკა-კოლის ქუჩების კუთხეში, ახალგაზრდა რუსი ბიჭია გიორგი, 20 ლარი გამომართვა , ადაპტაცია დაჭირდა 5 წუთი სულ

ადაპტაცია ისაა რომ D-ში ტახომეტრი 0.9-ზე უნდა გაჩერდეს, ეს მახსოვს რომ როგორც კი ამ ნიშნულზე დადგა ყველაფერი რიგზეაო მითხრა და მართლაც ასეც იყო შემდგომ. ამავე დროს და იქვე შევცვალე გადაცემათა კოლოფის ზეთიც, სამველა ქვია მეორეა, ზეთი მან შეცვალა და კარტერიც გავაწმენდინე, ჩავასხით "ეკო ატფ"-ი და მოკლედ, მანქანა ვეღარ ვიცანი, ტრასაზე მიფრინავდა
* * *
როლანდგაიხარე მეგობარო, მე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რაც კი გამომიცდია და რაც კი წამიკითხავს ვცდილობ თქვენც გაგიზიაროთ, ....
mrbk-ც ასეა, მე ძალიან მომწონს მისი პოსტები, ტექნიკურ მხარეს მაგარ დახასიათებას უკეთებს, საინტერესოა ძალიან, ... ამ საიტზე არის ჩვენი მეგობარი - Gio100, ძალიან კარგი ადამიანი და ამ კაცისგან ძალიან ბევრი ვისწავლე პირადად მე

სამწუხაროს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ისე ხშირად ვეღარ შემოდის თორე ამომწურავი პასუხები მისი უნდა წაიკითხოთ თქვენ

ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებულიყოს მისი ოჯახის წევრი !!!!
საერთოდ, ამიტომაც არის შექმნილი ეს საიტი რომ მეტი გავიგოთ და მეტად გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეტს

ასეა, ძმა ძმისთვის, შავი დღისთვისო