levanimersგუშინ ვამბობდი თუ არ ვცდები : ერთი ერთში მქონდა გაზავებული რომპეტროლის "რეგულარი" ლუკოილის "სუპერთან", ბოლო ჩასხმაზე 32 ლიტრამდე დაიმატა რომპერტოლის "რეგულარით" გავავსე-თქო, ჰოდა, აგერ დღეს , ზუსტად 273კმ.-ზე დაიმატა 20ლ. რომპეტროლის "რეგულარი" + 8ლ. ლუკოილის "სუპერი"

მეც იგივე გამომივიდა რაც შენ

როგორც ჩანს არ ჭირდება ამ ძრავებს ეთილიანი ბენზინი

უეთილოზე უკეთ მუშაობს და ცოტასაც წვავს. გიომ რო დადო ბენზინის ოქტანობის ლინკები, წუხელ ჩავუჯექი კიდევ ერთხელ და ჩემთვის დასკვნა ასეთი გავაკეთე :
იაპონიაში საერთოდ არ არის 95 ბენზინი, არსებობს ან 92 და ან 98, ეხა, რადგან ჩვენი 92 მარკა, ნაღდად არაა 92-ის შესაბამისი, ამიტომ ჩემი აზრით 30ლ.92-ს ვამატებ 10ლ. 98-ს და ვიღებ 93,5ოქტანობას (დევიანოსტოტრეტი), მიახლოებით ასეა და აგერ ბატონო ფაქტი სახეზეა

მე და შენ ერთნაირი წვა გვაქვს, ოღონდ იმ განსხვავებით რომ მე არანაირად არ "ვეფერები" აქსელერატორის პედალს და ტახომეტრს , 3,5-ც იყო დღეს და 4,5-ც
მე პრემიუმი საერთოდ ამოვიღე ხმარებიდან , ვოტ ტაკ !!!!

რაც სეეხება ფარებს : - ნაწილობრივ ასეც არის თქვენზე ვზრუნავ, უფრო სწორეთ შემხვედრი მძღოლის თვალებზე

თეგეტაში მყავდა გასასწორებლად : ერთი ვითომ-ხელოსანი ყავთ, ვითომ რაღაც იცის, გამოაგორა სტენდი, არც იმას დააკვირდა და გაასწორა რამსიმაღლე მანქანაზე უნდა გაესწორებინა ფარები, ანუ არანაირი სიზუსტე სტენდსა და ავტომობილს შორის, მაგ დროს სტენდსა და ავტომობილს შორის დასორებას და ერთ სიბრტყესი , ერთ სიმაღლეზე ყოფნასაც კი მნიშვნელობა აქვს, მანქანას ცხვირი აწეული აქვსო და ვითომ ასწორებდა , პირიქით სულ აურია ყველაფერი, მერე მე ვუთხარი მე მიმიშვი მე გავასწორებ-თქო, შენ ისევე გესმის სტენდის როგორც მე ჩინური ენა-თქო, მოკლედ არც მე მიმიშვა, არც თვითონ იცოდა, მოკლედ მაგრად მომშალა, ცოტა დამაკლდა მიმენგრია ... იქედან კი წამოვედი მაგრამ სხვაგანაც ვერ ვიპოვნე ამ თემის მცოდნე, არადა მახსოვს როგორ გამისწორა ფარები წინა X-ზე იმ კაცმა, 15 ლარი გამომართვა მაგრამ 1 საათი ვიჩალიჩეთ ერთად, თან მანახებდა სტენდზე ფარის ნახატის მდებარეობას , და ისე იყო გასწორებული რომ სრული ხედვა მქონდა ღამით, ეხლა საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავ

იქნებ ვინმემ იცოდეთ სტენდი და კარგი ხელოსანი, დაწერეთ რა აქ ....
დღეს ელიავაზე ვიყავი სექტორებში, დისკის ცენტროვკები გამოვაჩარხინე (არ ჩამოყვა ჩემსას) და სანამ ჩარხავდა გავიარე მანდ, წავაწყდი კორეული წარმომავლობის ამორტიზატორებს X-ტრაილებისთვის, თითო უკანა 80 ლარი, ორივეს ერთად თუ აიღებ 150 ლარად გამოვაო კაცმა, პირველი სექტორის მე-7-ე მაღაზიაა, ზაზა ქვია პატრონს. ძალიან მიქო, ვინც წაიღო მემადლიერებაო, ფასიც ნორმალურია.