kvipriane
acea არ უნდა იყოს , ilsac -ი უნდა იყოს, აი თვითონ საიტზე პრემიქსს ესეთი ვარინტი უდევს საიტზე ანუ ilsac 5 რომელიც ჩვენ მანქანებს უწერია მანუალში
http://premix.ge/main/modules/2/1/2/28/0/91აი ჩვენი მანქანის მანუალიც
სადაც გარკვევით წერია api ilsac (ilsac -ი არი ilsac 1 ,ilsac 2 ilsac 3 ilsac 4 ilsac 5 . ilsac 5 არი ყველაზე ბოლო გამოშვება
და აი იმ ფორუმელის დაწერილი პოსტიც რომლისგან ეს ყველაფერი გავიგე ;
იაპონურ მანქანებს როგორც წესი ჭირდებათ 2 სერტიფიცირება: API და ILSAC.
სამწუხაროდ ევროპაში წარმოებული ზეთები ოფიციალურად არ გადიან API-ს სერტიფიცირებას და ILSAC-ს საერთოდ არ გადიან.
ანუ მათ არ აქვთ ის დაშვება, რაც იაპონურ მანქანებს ჭირდება. არის იშვიათი გამონაკლისები: რაც უცბად გამახსენდა Motul და Liqui-Moly, რომელთა ზოგიერთი ზეთიც არის მხოლოდ API სერტიფიცირებული.
მსოფლიო ბრენდებს Mobil, Castrol და Shell ევროპაში აქვთ სხვა ასორტიმენტი, ამერიკაში სხვა, იაპონიაში სხვა და აზიაში სხვა. Shell-ს მაგალითად ამერიკაში დამატებით სხვა ბრენდი აქვს, რომელიც Shell-ზე უფრო ცნობადია. ეს არის Pennzoil. Mobil და Castrol ყველგან რაც მე ვიცი იგივე სახელით არის წარმოდგენილი. განსხვავება ის არის, რომ ამერიკულ ასორტიმენტში სხვა ზეთებია, რომლებიც თუ ევროპული მანქანისთვის არ არის განკუთვნილი, ყველა API და ILSAC ოფიციალურად სერტიფიცირებულია.
აი მაგალითად ამერიკული საიტი. www.mobiloil.com და ევროპული საიტი mobiloil.de
ამერიკაში არის 2 ბრენდი Mobil 1 და Mobil Super. თუ დააკვირდებით 5w-30 სიბლანტის ზეთი არის უამრავი
Mobil Super - მინერალი
Mobil Super Synthetic - ნაწილობრივ სინთეტიკური (Group II)
Mobil 1 - მაღალი ხარისხის ნაწილობრივ სინთეტიკური (Group III)
Mobil 1 Extended Performance - 100%-იანი სინთეტიკური (Group IV ან V)
გარდა ამისა არის სპეციალური ზეთები მაღალ გარბენიანი მანქანებისთვის
Mobil Super High Mileage და Mobil 1 High Mileage
და ეს ყველა ზეთი არის ოფიციალურად API სერტიფიცირებული და High Mileage-ების გარდა სუყველა ILSAC სერტიფიცირებული
ახლა ავიღოთ ევროპა. ევროპაში არის Mobil 1 ESP 5w-30 და Mobil Super 3000 XE 5w-30, რომელიც არ არის ოფიციალურად API სერტიფიცირებული და ILSAC საერთოდ არ აქვს.
ეს არის low saps ანუ დაბალგოგირდიანი ზეთები, რომლებიც ჩვენს ბენზინზე არ შეიძლება. ერთადერთი რაც დავაკვირდი რუსეთში აქვთ ესეთი ზეთი Mobil 1 x1 5w-30, რომელიც API/ILSAC არის, მაგრამ ეგ ზეთი ჩვენთან არ იყიდება.
იგივე ეხება Castrol-საც და Shell-საც რაც აქ იყიდება.
ანუ ჩვენ არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ძირითადად ამერიკულ-იაპონური მანქანები გვყავს და ვცხოვრობთ ისეთ კონტინენტზე, სადაც ეს ზეთები არ იწარმოება smile.gif
თუ ვინმე იკითხავს ევროპაშიც ხო დადიანო იაპონური მანქანებიო, პასუხი არის ესეთი: მათი ზეთები აქვთ ხოლმე დილერებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი დაშვებები.
ძველ ძრავებზე კიდე შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება, სიბლანტის შეცვლაც, მაგრამ ახალ ძრავებზე, რომლებიც როგორც წესი 1 სიბლანტეს აფიქსირებენ, კრიტიკულია, რომ ზეთი სწორად შეირჩეს.
რა ვქნათ?
1. საბედნიეროდ თბილისში არის რამოდენიმე წერტილი, რომელიც ამერიკიდან ან ევროპიდან შემოსულ ზეთს ყიდის და მათ ოფიციალურად აქვთ API/ILSAC. დაძებნეთ ეს თემა და ბევრჯერ მაქვს დაწერილი მაღაზიების სია.
ამ მაღაზიებიდან ერთერთი არის ნაკლებად ცნობილი, რომელშიც შეიძლება ამერიკიდან ჩამოტანილი 1 quart-იან ბოთლებში ნამდვილი Mobil 1 ნახოთ. ეს არის 76 Lubricants, ვეძისში camex-ის ოფისთან კანდელაკზე.
Aral-ს რომ ყიდის ეგ სასტავი აქამდე არ ყიდიდა, მაგრამ დაიწყეს უკვე Idemitsu-ს შემოტანა, რომელიც ნამდვილად უმაღლესი ზეთია და მე ვასხავ Pajero IO-ში.
2. თუ მაინცდამაინც სახელოვანი ბრენდი გვინდა, შეგვიძლია ავირჩიოთ იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც ზევით დავწერე და შევეგუოთ იმას, რომ ზუსტად იმას არ ვასხავთ რაც უნდა ჩვენს მანქანას, მაგრამ არც ვაზიანებთ ძრავს. არის კიდევ ერთი ვარიანტი, მე რაც დავაკვირდი 0w- ზეთები არ არის low-saps და შეგიძლიათ სადაც 5w-30 არის მოთხოვნილი 0w-30 იხმაროთ, ან სადაც 5w-20 არის 0w-20, მაგრამ ეს ფასს გაზრდის.
3. ჩამოიტანოთ ზეთი ამერიკიდან, როგორც მე ვაკეთებ ჩემი Nissan-ისთვის. smile.gif
ამის ინსტრუქციაც მიწერია ამ თემაში სადღაც.
რამდენად დიდია acea -სა ilsac -შორის სხვაობა ნამდვილად არ ვიცი( aმას უკვე მე ვწერ shumi) ,ზოგი წერს რომ ბევრიაო ზოგი არც ისე ბევრიო, ყოველშემთხვევაში
ჩვენ მანქანებს გარკვევით უწერია მანუალში api ilsac დაშვების ზეთი
ხო კიდე აი რას წერს ეს ფორუმელი :
API სერიტიფიცირებული ზეთები იაპონური მანქანებისათვის, რომელთაც სჭირდება სიბლანტე 5w-30, 10w-30, 5w-20, 0w-20, 0w-30 იყიდება შემდეგ მაღაზიებში:
1. Mitasu, "ორიგინალი ზეთები" - Toyota, Honda, Subaru, Mazda, Nissan -
http://www.yamato.ge/2. Motul - თეგეტა, ჩემპიონის მაღაზია საცურაო აუზ ნეპტუნთან
3. Kendall - კანდელაკზე, რომპეტროლის კალონკას რომ აცდები აბრა ჩანს კედელზე
4. Idemitsu - Aral-ის მაღაზია სააკაძეზე
5. Zic - გუდვილში ვნახე
6. Ravenol
7. Valvoline -
https://www.facebook.com/ValvolineGeorgia/info 8 ლიქვი მოლი გერმანიაში აღიარებული ზეთი ამასაც ააქვს რამოდენიმე ვერსია ilsac -ის დაშვების
http://liquimoly.ge კიდე ვიმეორებ რამდენად დიდია სხვაობა acea -სა და ilsac შორის სხვაობა( ამას უკვე მე ვწერ, მანამდე იმ ფორუმელის ნააზრევი გადმოვწერე) არ ვიცი მაგრამ მანუალში ჩვენ მანქანებებს გარკვევით უწერია api/ ilsac . ilsac 5 არი ყველაზე ბოლო გამოშვება ანუ გაუმჯობესებული და გამოდის 2010 წლიდან , მანამდე იყო ilsac 2 , ilsac 3, ilsac 4,
This post has been edited by SHUMI on 30 Apr 2016, 21:27