მოკლედ გამოვცვალე ანტიფრიზი, როგორც იქნა...

არ არის რთული, ასე გავაკეთე:
1. გავაცხელე ძრავი ისე , რომ ქვედა მილიც გაცხელდა, ანუ გაიხსნა ქვედა თერმოსტატიც
2. ფეჩის მაჩვენებელი დავაყენე 30 გრადუსზე და დავტოვე "ზაჟიგანია" ჩართული
3. გავხსენი რადიატორის ქვედა ონკანი და შემდეგ ზედა რადიატორის ზედა ხუფი
4. იქსტრაილიდან ჩამოვიდა დაახოვებით 5 ლიტრი, სერენადან 6 ლიტრის ფარგლებში
5. დავკეტე ქვედა ონკანი და რადიატორში ზევიდან ჩავასხი ინდენივე გამოხდილი
წყალი, რამდენი ანტიფრიზიც ჩამოვიდა, დავახურე ხუფი
6. დავქოქე ძრავი და ვამუშავე ისევ ქვედა თერმოსტატის გახსნამდე
7. ჩამოუშვი გამოხდილი წყალი, ძველი ანტიფრიზნარევი. ჩამოვიდა ისევ 5 (იქსტრაილი) და 6 (სერენა) ლიტრი
8. ჩავასხი 1.5 ლიტრი ანტიფრიზრს კონცენტრატი და შემდეგ დავამატე -40 გრადუსამდე განზავებული
ანტიფრიზი (ცალკე კონცენტრატი განვაზავე გამოხდილი წყალით), რადიატორის გავსებამდე
9. მოვხსენი "რასშირიტელნი ბაჩოკი" თავისივე რეზინის მილით, გამოვრეცხე კარგად
გამოხდილი წყალით, ქვეყნის ნაგავი და ნალექი იყო შიგნით დაგროვებული
10.დავამაგრე "რასშერიტელნი ბაჩოკი", ჩავასხი - 40 გრადუსი ანტიფრიზი, წარწერა მაქსიმუმამდე
11.დავქოქე მანქანა და ისევ დაველოდე ქვედა მილის გათბობას.
სულ ეს არის...
პ.ს. რადიატორში წყალი ჩაასხით ძალიან ნელა, ნაკლები შანსია ასე ჰაერის საცობის შექმნის.
კიდევ რამდეჯერმე შევკუმშე შავი სხვილი მილები, მაგრამ არ ვიცი შველის თუ არა, რამეს...
ჰო, ძველი ანტიფრიზის უკვე ვერ დაუძახებდა ადამიანი ანტიფრიზს, რაღაც გაურკვეველი ფერის მოშაო
სითხე ჩამოვიდა, ახალი მწვანე იყო ოდესღაც...
გამოვიყენე, ეს ანტიფრიზი, ვიყიდე აქ:
http://ravenol.ge/en/products/usage/d/Prod...green-konz.html1.5 ლიტრიანი კონცენტრატი 15 ლარი.
3 ცალი კონცენტრატი ყოფნის (რჩება დასამატებლადაც მომავალში), სულ 8.5 ჩადის ანტიფრიზი...
This post has been edited by Gio100 on 16 Dec 2017, 20:00
მიმაგრებული სურათი