გამარჯობა მეგობრებო. მანქანის შეძენას ვაპირებ (პირველი მანქანა). გადავხედე,გადმოვხედე,ვიკითხე და ბოლოს მგონი ჰონდა სივიკთან მივედი.
მთავარი კრიტერიუმები რაც მაქვს არის:
გამძლეობა
ადვილი შესანახი
ეკონომიური
ანუ მინდა პრაქტიკული მანქანა.
კომფორტი და ა.შ ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია.
ეხლა ვიტყვი რომელი მომწონს და რა კითხვები მაქვს:
მომწონს სედანი, ავტომატიკა, 1.5 ძრავი (არა ჰიბრიდი), მარცხენა საჭე, წელი ალბათ 2000-2002 თანხიდან გამომდინარე ასე მგონია
ან რა დამიჯდება ასეთი რაც ვთქვი?
კითხვები შემდეგნაირია:
1)სედანს და ჰეჩბექს შორის რამე პლიუს მინუსი არსებობს? სედანი გაცილებით მომწონს
2) ავტომატიკა უნდა იყოს და არა ვარიატორი?
3) 1.5 ძრავი წვავს ქალაქში 7 ლიტრს და ტრასაზე 6-ო. ეს მართალია? ამაზე პატარა ძრავი 1.3 არის და ეგ საერთოდ არის სედანზე? თუ ძაან ბანძობაა?
4) ძალიან მნიშვნელოვანი:
ეს მანქანა რომელიც მარცხენა საჭიანი გადატანილია თუ სადმე გამოდის ქარხნულად მარცხენა საჭიანი?
რა ჯობია რომ უკვე მარცხენა საჭიანი ვიყიდო თუ მარჯვენა და გადავატანინო?
უპრობლემოდ გადადის საჭე და რა ღირს?
თუ ვინმე მიპასუხებთ მადლობელი ვიქნები
ესეთი მინდა
This post has been edited by Nobodys Fault but Mine on 18 May 2015, 11:33