ჯიგარო ეტყობა "უნახავში" პირველად მიეცი "სტავკა".
მანქანა რომ ვიყიდე კოპარტზე, 45 დღე დააგვიანდა ჩამოსვლას.
45 ღამე არ მიძინია ნორმალურად, რა ჩამოვიდოდა კაცმა არ იცის.
ჰოდა როგორც მოსალოდნელი იყო ჩამოჰყვა რაღაც დეფექტები, მაგრამ მე უფრო მეტისთვის ვემზადებოდი და ადვილადაც გადავიტანე.
რომ იცოდე ჩემს ჭკუაზე დღესაც არ მყავს მოყვანილი. ეს ხანგრძლივი პროცესია.
ბიჭები სწორს გეუბნებიან. მთავარი მოაწესრიგე და ნელ ნელა ყველაფერს შეჰმატებ.
რა ვქნათ აბა, რაც ჩვენ მანქანები გვყავს და გვინდა, პირდაპირი გზით მაგ ფასად ვერასოდეს ვიყიდით.
გაიყვან მერე გასაყიდად და დაგიწყებენ ის აკლია, ეს არ მომწონს ....

ასე რომ გული არ გაიტეხო. მანქანა დაასურათე, პრობლემები და საჭირო დეტალები ჩამოწერე, რასაც შევძლებთ შეგეწევით.
JEEP GRAND CHEROKEE WK .